"საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია": "ფერმერს უნდა ელაპარაკო თავის ენაზე"

28 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: მაია მამულაშვილი და ნესტან მერმანიშვილი "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" (AGAJ) დამფუძნებლები. მათ ილაპარაკეს სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა ერთობისა და აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე სოფლად მცხოვრები აუდიტორიისა და მკითხველისთვის. მაია მამულაშვილის თქმით, აგროჟურნალისტთა ასოციაციის შექმნის იდეა დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა. რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს სურდათ, რაც შეიძლება მისაწვდომი, სასარგებლო და ეფექტიანი ყოფილიყო მათ მიერ მომზადებული პროდუქცია სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისთვის. ნესტან მერმანიშვილმა ილაპარაკა "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციისა" და "აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის" თანამშრომლობაზე. ფედერაციაზე 5000-მდე აგროჟურნალისტია გაერთიანებული 40-ზე მეტი ქვეყნიდან.

Your browser doesn’t support HTML5

მაია მამულაშვილი და ნესტან მერმანიშვილი აგროჟურნალისტიკაზე