"ძალადობა სოციალური ნორმაა საქართველოში"

5 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ ახალ კამპანიაზე, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. მაია ქურციკიძის თქმით, საქართველოში მაღალია ზღურბლი, რომლის მიღმა ქმედებასაც საზოგადოება ძალადობად თვლის. "დილის საუბრების" სტუმარი განმარტავს, რომ საქართველოში ნორმალიზებულია ძალადობა და სწორედ ამ საკითხზეა დასაწყები დისკუსია, რომ საზოგადოება მივიდეს შეთანხმებამდე და უარყოს ბავშვთან მოპყრობისა და ზოგადად, ურთიერთობის ძალადობრივი ნორმები. მაია ქურციკიძის თქმით, ამ პროცესის ხელშეწყობისთვის საჭიროა პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული, პოზიტიური გზების გააზრება. ძალადობა არის ყველა საზოგადოებაში, თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ უარი თქვას ძალადობრივი ქცევის ნორმალიზაციაზე.

Your browser doesn’t support HTML5

მაია ქურციკიძე ძალადობის ნორმალიზაციის პრობლემაზე