ჯაფარიძე და ყველა პოლიტპატიმარი იმსახურებს თავისუფლებას ახლავე - ბრიტანელი პარლამენტარი მაკკლირი

ჯეიმს მაკკლიარი: „ივანიშვილს და მის კორუმპირებულ მთავრობას დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაუყოვნებლივი სანქციები უნდა დაეკისროს“.

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი ჯეიმს მაკკლირი აცხადებს, რომ დროა, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“.

მაკკლირი X-ზე აქვეყნებს ზურა ჯაფარიძის წერილს „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსისადმი“ (ALDE-სადმი), რომელიც ორი დღის წინ ALDE-ს შეკრებაზე წაიკითხეს, და წერს: „ძალიან საპატიოა, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ციხიდან გამოგზავნილ წერილში მახსენა“.

ასევე ნახეთ ALDE-ს საბჭოზე ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხეს
ასევე ნახეთ საქართველოში რეჟიმმა კიდევ 3 ლიდერი დააპატიმრა, ეს პოლიტიკური დევნაა - ALDE-ს პრეზიდენტი

„ივანიშვილს და მის კორუმპირებულ მთავრობას დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაუყოვნებლივ სანქციები უნდა დაეკისროს“, - წერს პარლამენტარი.

„ზურაბი და ყველა ქართველი პოლიტპატიმარი თავისუფლებას და სამართლიანობას იმსახურებს - ახლავე“, - აცხადებს ის.

მაკკლირი ALDE-ს წევრია. ამავე დროს, ის ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელიც აქტიურად მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას.

ასევე ნახეთ ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა

ნახეთ რადიო თავისუფლების ინტერვიუ მაკკლირისთან, სადაც ის აუბრობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციასა და ლონდონის ხელთ არსებულ ბერკეტებზე ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ “ივანიშვილს აშფოთებს, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება რეალობად იქცეს” - ჯეიმს მაკკლირი ბრიტანულ სანქციებზე