მაკო გომური: 20-მა ივნისმა ამირია ყველაფერი

Your browser doesn’t support HTML5

2019 წლის 20 ივნისს მაკო პირველად წავიდა საპროტესტო აქციაზე და თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. 1 წლის განმავლობაში იყო დაკითხვები პროკურატურაში, ოპერაციები - საქართველოსა და გერმანიაში, ბრძოლა დაზარალებულის სტატუსისთვის, აქციები, სარჩელები და მცდელობები, მიჩვეოდა სხვანაირ ცხოვრებას. ამ შეცვლილ ცხოვრებაში მაკო თვალის პროთეზს ეჩვევა, ხშირად და სხვადასხვა კონტექსტში ესმის საკუთარი სახელი და ცდილობს არ დაკარგოს იმედი, რომ ერთ დღესაც იპოვის მას, ვინც მისი მისამართით ისროლა "გავრილოვის ღამეს".