მამუკა მამულაშვილი: ჩვენი მებრძოლები უსამართლოდ გამოყარეს ფრონტის ხაზიდან

Your browser doesn’t support HTML5

საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობენ, თუმცა 31 მარტის კენჭისყრის შედეგებს მოუთმენლად ელიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები - "ქართული ლეგიონის" წევრები, რომლებიც ამჟამად კიევთან ახლოს, ერთ მიტოვებულ სპორტდარბაზში ცხოვრობენ. რატომ არის, რომ ოფიციალური სტატუსი აღარა აქვთ ადამიანებს, რომლებმაც წლები დაჰყვეს და იბრძოლეს აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში?