გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა. მარგველაშვილის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი მოთხოვნა, რომ სხდომა დებატების ფორმით გაგრძელებულიყო, რადგან პრეზიდენტის თქმით, ერთმანეთის მიყოლებით დეპუტატების განცხადებებს ისმენს და დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა არ აქვს. 2 მაისს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მიმართა პრეზიდენტის ტრადიციული მოხსენებით, რომლის შემდეგაც დეპუტატების გამოსვლები დაიწყო.