"პროკურატურა ეფექტიანად ვერ ებრძვის სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულს"
Your browser doesn’t support HTML5
12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ზაქარეიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი/ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის განმარტებაზე საქართველოს კანონმდებლობაში და მისი განხორციელების ხარვეზიან პრაქტიკაზე. სიძულვილის მოტივი ითვლება დამამძიმებელ გარემოებად, თუმცა, გამოწვევად რჩება ამ მოტივის გამოვლენა, დადასტურება და შესაბამისი პასუხისმგებლობის განსაზღვრა დამნაშავისთვის. მარიამ ზაქარეიშვილი გამოყოფს ორ გამოწვევას ამ კუთხით: კვალიფიკაციის ნაკლებობასა და სახელმწიფოს ნების დეფიციტს. იურისტი უმნიშვნელოვანეს ფაქტორად თვლის ქსენოფობიის გამოვლინებებზე საზოგადოების რეაქციას: "არ უნდა გავჩუმდეთ!", - ამბობს მარიამ ზაქარეიშვილი.