მარნეული - საარჩევნოდ გამოცოცხლებული ქალაქი

Your browser doesn’t support HTML5

მარნეული - ქალაქი, სადაც აქაურები პრობლემებზე საუბარს წუწუნად მიიჩნევენ, სახელმწიფო ენაზე საუბარი უჭირთ, ჩაიხანებში ნარდის თამაშში თავისუფალი დრო გაჰყავთ და ქალაქის სიკეთეებს ხალისით ჩამოთვლიან. მარნეულელი ახალგაზრდები კი თამამად საუბრობენ, ქაოსურ სატრანსპორტო სისტემაზე, უკანონოდ მითვისებულ ტროტუარებზე, გადავსებულ სანაგვე ურნებზე, ხშირად ცეცხლი რომ უკიდია და უმისამართოდ დატოვებული შენობებზე. 19 მაისს მარნეულში მერს აირჩევენ. მრავალი მოუგვარებელი პრობლემის ქალაქში მერობის 15 მსურველი დარეგისტრირდა. 4 მათგანი ეთნიკური აზერბაიჯანელია, 11 კი ქართველი.