როდესაც გასული წლის ივნისში რუსული „მატრიოშკა თანამგზავრი“ ამერიკულ თანამგზავრს ძალიან მიუახლოვდა, აშშ-ის კოსმოსურ ძალებში შეშფოთება იყო: „ხომ არ გაუშვებდნენ რუსები გამანადგურებელ აგრეგატს, ხომ არ იქნებოდა ეს თანამგზავრზე თავდასხმა?“
აშშ-ის კოსმოსური ძალების ყოფილმა მეთაურმა, დეანა ბერტმა, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ეს იყო ამ ტიპის მეორე შემთხვევა და რუსეთისა და ჩინეთის მიერ კოსმოსში „პროვოკაციული“ ქმედებების მთელი სპექტრის ნაწილი.
Your browser doesn’t support HTML5
Close Encounter: How A Russian Nesting Doll Satellite Approached A US Target In Orbit
ბერტი 2025 წლის ოქტომბერში გავიდა პენსიაზე. ის რადიო თავისუფლებას ესაუბრა პრაღაში, ასპენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვიზიტის დროს.
30 იანვარს მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მან ისაუბრა თანამგზავრებისთვის რუსეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მიმდინარე დაფარულ კონფლიქტზე.
კოსმოსში კატა-თაგვობანას სახიფათო თამაშის ბოლო გამოვლინება იყო გასული წლის ივნისში, როცა რუსული „მატრიოშკა თანამგზავრი” ძალიან მიუახლოვდა ამერიკულ თანამგზავრს.
კოსმოს 2558-ი 2022 წელს ორბიტაზე გაშვების შემდეგ უთვალთვალებდა USA 326-ს, მაგრამ ამჯერად მოულოდნელად მოიქცა: მას გამოეყო მცირე ზომის მოდული, რომელმაც აშშ-ის თანამგზავრთან კიდევ უფრო ახლოს დაიწყო მოძრაობა.
„ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო რუსეთის მხრიდან,“ - განაცხადა დეანა ბერტმა, რომელიც ინციდენტის დროს აშშ-ის კოსმოსური ძალების ოპერაციებს მეთაურობდა.
„ესაა თანამგზავრი, რომლის შიგნით კიდევ ერთი თანამგზავრია, რომელიც, ჩვენი აზრით, KK (Kinetic Kill), ანუ კინეტიკური გამანადგურებელი აგრეგატია. მას შეუძლია გავიდეს და შეხვდეს სხვა თანამგზავრს და დააზიანოს ის, ან მისი ფოტო გადაიღოს ან სხვა მოქმედებები ჩაატაროს“, - გვიყვება ბერტი.
ახლო შეხვედრა კოსმოსში
„ვნახეთ ის, რასაც ჩვენ "ახლო შეხვედრის ოპერაციას" ვუწოდებთ, რაც ნიშნავს... მეორე თანამგზავრის გარშემო ფრენას და მასზე დაკვირვებას“, - თქვა ბერტმა, როდესაც მას გასული წლის ივნისში მომხდარი ინციდენტის შესახებ ვკითხეთ.
ბერტი გვისხნის, რომ შეშფოთებას იწვევდა ის, „გაუშვებდნენ თუ არა ისინი გამანადგურებელ მანქანას,“ თუ ეს „მხოლოდ თვალთვალი და დაზვერვა“ იყო. როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი იყო. თუმცა ეს მაინც საგანგაშოა, არა მხოლოდ შეჯახების რისკის გამო.
„ეს ყველაფერი გამოცდაა, ის, რაც შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ჰიპოთეზურად, თუ მე ვაპირებ კოსმოსური აპარატის საწინააღმდეგო საშუალებების გაშვებას, პირველ რიგში დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ სამიზნეებს მივწვდები, სანამ მათზე თავდასხმას შევძლებ“. - ბერტი არ არის პირველი, ვინც რუსული საფრთხეების შესახებ აცხადებს.
წინა ინციდენტი მოკლედ განიხილა აშშ-ის კოსმოსური ძალების კოსმოსური ოპერაციების მაშინდელმა უფროსმა, გენერალმა ჯონ რაიმონდმა, ჟურნალ Time-ისთვის 2020 წელს მიცემულ კომენტარში.
„როგორც მე წარმომიდგენია, ეს რუსული „მატრიოშკა-თოჯინების მსგავსია“, - თქვა მან. - „მეორე თანამგზავრი პირველი თანამგზავრიდან გამოვიდა“.
2024 წელს, რეიმონდის მემკვიდრე, გენერალი ჩენს სოლცმანი გამოვიდა გაფრთხილებით „ნულოვანი დღის“ შესახებ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი კოსმოსში ბირთვულ იარაღს განათავსებდა თანამგზავრების გასანადგურებლად. იმ წელს პენტაგონის მტკიცება, რომ რუსეთმა „სავარაუდოდ“ კოსმოსში თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღი განათავსა, კრემლმა უარყო.
ახლახან, 21 იანვარს ატლანტიკური საბჭო თავის ანგარიშში წერდა, რომ შეერთებული შტატები დაუცველია ასეთი საფრთხეებისგან, და რომ ეს მიუღებელია, და მოუწოდა ამერიკას გადავიდეს „მეტი წინააღმდეგობის გაწევის უნარიან თანამგზავრულ არქიტექტურაზე.“
ბერტის თანახმად, ეს ისედაც იყო აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი: ჰქონოდა „უნარი გაეძლო დარტყმებისთვის და შემდეგ აღედგინა ძალები... თანამგზავრებით, რომლებიც მზად არიან გაშვებისთვის“.
2023 წელს ჩატარებული წვრთნებისას კოდური სახელწოდებით Victus Knox-ი, თანამგზავრის გაშვების ახალი რეკორდი დაამყარა: სადგომიდან ორბიტაზე გასვლისთვის მზადყოფნამდე „ერთ კვირაში“ - ნათქვამია კოსმოსური ძალების განცხადებაში. თუმცა აშშ-ის კოსმოსური ძალების ოპერაციების ყოფილი მეთაური თვლის, რომ ეს არ არის საკმარისი.
„როგორ გინდათ ეს მოახერხოთ ფართო მასშტაბით? ჩვენ ეს ერთჯერადად გავაკეთეთ. როგორ მივაღწიოთ ამას მასშტაბურად, რათა შევძლოთ წინააღმდეგობის უნარის გაზრდა?“ - კითხავს სვამს ბერტი.
მაგრამ ეს არის ყველაზე “უარესი სცენარი”, რომელსაც ბერტმა ერთხელ თავის ლექციაზე უწოდა „პერლ ჰარბორი კოსმოსში“. ნებისმიერი ასეთი მასშტაბური თავდასხმა იქნებოდა ასევე თვითდაზიანების აქტი, რადგან ის განურჩევლად დააზიანებდა - თუ გაანადგურებდა ან გამოთიშავდა რუსეთის, ჩინეთის თუ სხვა ქვეყნების თანამგზავრებს.
ჩახშობა, ლაზერები და რობოტული მკლავები
არსებობს თანამგზავრების მწყობრიდან გამოყვანის მრავალი სხვა, უფრო დეტალური გზა, ვიდრე მათი აფეთქება "ვარსკვლავური ომების" სტილში.
„ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, ეს იყო ერთ-ერთი პირველი იერიში - კიბერშეტევა თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის წინააღმდეგ... და ახლა ომის დროს, გრძელდება GPS-ის, ასევე თანამგზავრებს შორის კომუნიკაციების ჩახშობა“, - თქვა ბერტმა.
ეს არის რუსეთის პირდაპირი თავდასხმები აშშ-ს თანამგზავრებზე.
„ისინი რეალურად ძალიან ლოკალური იყო და კინეტიკური ეფექტი ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ ეს იყო ჩახშობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სატელიტის გამორთვა, რის შემდეგაც აპარატის მუშაობა აღდგება, როგორც კი ის გამოდის ჩახშობის ზონიდან. ასე რომ, სრულიად ნათელია, ამ დროს საქმე გვაქვს რეგიონულ ან საჩვენებელ და არა გლობალურ ეფექტთან. ჩვენ ამას საკმაოდ ხშირად ვაწყდებით“, - თქვა ბერტმა. - „ჩვენი მეტოქეები აღიარებენ კოსმოსის მნიშვნელობას, უკიდურეს სიმაღლეს, "მუდამ მაღლა" (semper supra), როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ".
თანამგზავრების საწინააღმდეგო სხვა შესაძლებლობებს შორისაა დედამიწაზე განთავსებული ლაზერები თანამგზავრების კომუნიკაციების “დასაბრმავებლად”. ბერტის თქმით, ამ მხრივ უფრო მცირე სახელმწიფოებს, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთი კორეა, ასევე აქვთ „კოსმოსური კონტრშესაძლებლობები“, მაგრამ მთავარი საფრთხეები რუსეთიდან და ჩინეთიდან მოდის.
„ჩინური [ტექნოლოგიებიდან] ყველაზე უფრო საგანგაშოა მათი grappling arm - “დამჭერი მკლავი”. მას აქვს თანამგზავრის ხელში ჩაგდების და ფუნქციური ორბიტიდან არაფუნქციურ ორბიტაზე გადაყვანის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, სპობს თანამგზავრის დანიშნულებას და გამოუსადეგარს ხდის მას“, - აგვიხსნა ბერტმა.
დედამიწაზე ზემოქმედება
სატელიტების უსაფრთხოებას დიდი გავლენა აქვს დედამიწაზე ცხოვრებაზე.
ყველაფერი - სამოქალაქო GPS-ით და ამინდის პროგნოზებით დაწყებული, საბანკო სისტემებითა და კომუნიკაციებით დამთავრებული - მასზეა დამოკიდებული.
სატელიტების მუშაობის დარღვევის შედეგად სამხედრო სფეროში კომუნიკაცია და სატელიტური გამოსახულებების და სხვა სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა წყდება, ხოლო სარაკეტო თავდაცვის სისტემები ფაქტობრივად “ბრმავდება”.
„ყველა დაუცველია მის მიმართ,“ - აცხადებს ბერტი.
„არ ვამბობ, რომ ეს ჩვენი აქილევსის ქუსლია. ვფიქრობ, რომ ყველა დამოკიდებულია მასზე. და დიახ, ეს ბრძოლას გაართულებს. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მეომრები გააგრძელებენ ბრძოლას, მათი დანარჩენი ნაწილი გააგრძელებს ბრძოლას... მაგრამ ეს ნამდვილად გაართულებს სიტუაციას და ვფიქრობ, რომ მეტი სიცოცხლე დაიკარგება, თუ საერთო ბრძოლისთვის სივრცე არ იქნება ხელმისაწვდომი“.