5 მითი იაკობის „დედა ენის“ შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

ლიტერატურათმცოდნე ქეთო ნინიძე 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ერთი მონოგრაფიული ნაშრომის ავტორია. ის ამასთან წარმატებული მეღვინეცაა - რამდენიმე წლის წინ ოჯახით თბილისიდან მარტვილში გადავიდა საცხოვრებლად და უხარია, როდესაც მისი შვილები მიწასთან ახლოს იზრდებიან - ქვიშასა და ტალახში თამაშობენ. მას შემდეგ, რაც საქართველოს სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ, ცდილობს ახსნას, თუ რატომაა ეს ცუდი იდეა. წერს: რას წარმოიდგენდა იაკობ გოგებაშვილი, რომ მისი ეს პროგრესული, ინოვაციური, დემოკრატიული, მოქნილი სახელმძღვანელო ოდესმე პროგრესის, ინოვაციის, დემოკრატიულობის, მოქნილობის წინააღმდეგ დასამუნათებელ იარაღად შეიქნებოდაო.