მიტოვებული და უფუნქციო შენობები ლაგოდეხში

Your browser doesn’t support HTML5

უკვე ათწლეულებია, ლაგოდეხში მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი შენობების ბედი გაურკვეველია. ზოგ მათგანს კერძო მესაკუთრე ჰყავს, ნაწილი კი სახელმწიფოსია, თუმცა ყველა ერთად ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამჟამად მიტოვებულ შენობებს საბჭოთა კავშირის დაშლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. იყო ყველმრეწვი, სამკერვალო ფაბრიკა, წიგნების მაღაზია და ა.შ.