ელემენტარული პასუხები

Your browser doesn’t support HTML5

ცნობილი ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი საქართველოშია. ის თბილისში ჩამოვიდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით. სამდღიანი სტუმრობისას ფრანგმა მწერალმა არაერთი შეხვედრა გამართა. მიშელ უელბეკი საქართველოში ჩამოვიდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის - Guests of Honour Get Together-ის ფარგლებში. 25 ივნისს მიშელ უელბეკი ქართველ მწერლებსა და მკითხველებს შეხვდა.