რუსულმა გაზეთმა „იზვესტიამ“ 19 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები 2026 წელს განაახლებენ წლების წინ ანგარებში გადაყვანილი თორმეტი თვითმფრინავის ექსპლუატაციას. ავიაპარკში სანქციებით გამოწვეული დეფიციტის აღმოსაფხვრელად ავიაკომპანიებს უკვე მიეწოდათ ათი თვითმფრინავი, - წერს „იზვესტია“.
ასევე ნახეთ "კანიბალიზმი" რუსულ ავიახაზებში - რას ნიშნავს ეს?უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთს წაართვა დასავლური წარმოების თვითმფრინავებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის შესაძლებლობა. არადა, რუსეთის კომერციული თვითმფრინავების ფლოტის დაახლოებით 75% აშშ-ში, ევროკავშირში ან კანადაშია აგებული.
Ан-148, რომელიც 2018 წლის თებერვალში, მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა.
იმ თვითმფრინავებს შორის, რომელთა ექსპლუატაციაში დაბრუნებასაც რუსეთი გეგმავს, არის Ан-148, უკრაინული წარმოების თვითმფრინავი, რომელიც რუსეთმა ექსპლუატაციიდან ამოიღო 2018 წლის თებერვალში მოსკოვთან ახლოს კომპანია „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი Ан-148-ის ჩამოვარდნის გამო. მაშინ ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩა, დაიღუპა 71 ადამიანი. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის პარკი ორ ათეულზე მეტ ამ ტიპის თვითმფრინავს შეიცავდა. გადაწყდა ყველა მათგანის ანგარებში კონსერვირება. რამდენიმე თვის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კუბამ, რომლის მთავრობამ ეროვნულ ავიაკომპანიებს ამ მოდელის ხომალდებით ფრენა აუკრძალა.
Ан-148-ის გარდა, რუსეთი კომერციულ ექსპლუატაციაში აბრუნებს ИЛ-96-სა და საშუალო დისტანციის Ту-204/214-ს, რომლებმაც თავიანთი პირველი ფრენა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში განახორციელეს.
Ил-96 თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, 2019 წლის აპრილში
ამჟამად ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიუროს ავიალაინერები ექსპლუატაციაში აქვთ ჩრდილოეთ კორეისა და კუბის ეროვნულ გადამზიდავებს, ასევე რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს, რომელიც სანქციების გამო დიდ სირთულეებს განიცდის. ექსპერტთა თქმით, შორი ნავიგაციის რუსული წარმოების სამგზავრო თვითმფრინავის, Ил-960-ის ერთ-ერთი ვარიანტი გამოიყენება ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო თვითმფრინავად. Ту-204/214-ებს კი კუბის ეროვნული ავიაკომპანია და ერთ-ერთი რუსული სატვირთო ავიაკომპანია იყენებენ.
ამერიკული Boeing 747-ები, რომელთა წარმოებაც 2023 წელს შეწყდა, ასევე ემზადებიან რუსეთის ცაში დასაბრუნებლად. როგორც მიმომხილველები ამბობენ, შორი ნავიგაციის Boeing-ების ექსპლუატაციაში დაბრუნება შედარებით იოლი იქნება იმ სათადარიგო ნაწილების სიმრავლის წყალობით, რომლებიც დამზადდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან წარმოებული ამ მოდელის 1500-ზე მეტი თვითმფრინავისათვის.
ჩრდილოეთ კორეის ავიაკომპანია Air Koryo-ს კუთვნილი Ту-204 ვლადივოსტოკის აეროპორტში.
მიუხედავად იმისა, რომ თეირანი ათწლეულების განმავლობაში მოკვეთილი იყო აშშ-ის ავიაციის ინდუსტრიისგან, ამჟამად ირანი ამუშავებს Boeing 747-ების მცირე პარკს, რომლის ერთი ხომალდი თითქმის 50 წლისაა. რუსეთის ფლაგმანი ავიაკომპანია “აეროფლოტი“ ადრე თავის ევროპული წარმოების Airbus-ის თვითმფრინავებს თეირანში აგზავნიდა ტექნიკური მომსახურებისთვის.
ასევე ნახეთ "სიცოცხლისთვის სახიფათო" - როგორ დაფრინავს რუსეთის სამოქალაქო ავიაციარუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების დეფიციტის შევსება უნდა მომხდარიყო 2023-დან 2025 წლამდე 127 ახალი თვითმფრინავის წარმოებით. 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, სამოქალაქო ავიაკომპანიებს მხოლოდ 13 თვითმფრინავი მიეწოდათ.
სპეციალისტების თქმით, თვითმფრინავების მარაგ ნაწილებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსეთმა კომპანიების რთული ქსელი შექმნა. 2025 წლის თებერვალში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოჰაიოში დაფუძნებულ კომპანიასთან დაკავშირებული სამი პირი დააკავეს $2 მილიონის ღირებულების თვითმფრინავის ნაწილების რუსეთში ექსპორტის ბრალდებით.