მსვლელობა ნარკოტიკების წინააღმდეგ და მადლობა ხელისუფლებას

Your browser doesn’t support HTML5

16 სექტემბერს ილია II-მ ნარკოტიკების მავნებლობაზე ისაუბრა, სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად სამების თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს, ნაციონალისტური ძალების ლიდერები კი მთავრობას გადაყენებით ემუქრებოდნენ. მღელვარება მთავრობის ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც საქართველოში კანაფის მოყვანას და ექსპორტზე გატანას გულისხმობდა.