მსოფლიოს ქართველი ჩემპიონები

Your browser doesn’t support HTML5

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველ სპორტსმენებს მსოფლიოს პირველობაზე ერთ სეზონში ასეთი შედეგისთვის აქამდე არასოდეს მიუღწევიათ. ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში 14-22 სექტემბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონები გახდნენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი.