მუსიკის ინსტრუმენტების ქანდაკებები "შინ - უცხოეთში"

Your browser doesn’t support HTML5

ნიცაში, რესტორან "შანტეკლერის" წინ, ამაყად დგას მარინა ხუციშვილის "მომღერალი". და თვით ცნობილ ნეგრესკოში, გამორჩეულ სასტუმროში "ინგლისელების პრომენადზე", ასევე შეხვდებით საქართველოში 90-იან წლებამდელი პოეტის, ახლა ლაჟვარდოვან სანაპიროზე დაფუძნებული ხელოვანის ნამუშევრებს - "ვიოლინოს" თუ "მოცეკვავეს". მარინა ხუციშვილის ოცნებაა თბილისში, რუსთაველზე დაიდგას მისი ქანდაკება "ქალი-ვიოლინო". ოქროპირ რუხაძე, ავტორი რუბრიკისა "შინ - უცხოეთში", და ოპერატორი ილია სამურგანიდი ნიცაში შეხვდნენ მოქანდაკეს და მასთან ერთად გაისეირნეს მარინას მუსიკალური პერსონაჟების მოსანახულებლად.