8 მწერალი ბერლინში

Your browser doesn’t support HTML5

“ბერლინისი” - ქართულ-გერმანული ლიტერატურული ფესტივალი - დაიწყო. “ბერლინისი” (ბერლინი-თბილისი) ხუთდღიანი ახალგაზრდული ლიტერატურული ფესტივალია, რომელიც ბერლინში 29 აგვისტოს გაიხსნა და მასში 8 ახალგაზრდა ქართველი და 8 ახალგაზრდა გერმანელი ავტორი მონაწილეობს.
“ბერლინისი” 16 მწერლის (პოეტისა და პროზაიკოსის) დაახლოების მცდელობაა, მათი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება, მათი შემოქმედების თარგმნა და ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობის გაღრმავება.