“ნასას” კონკურსის ქართველი ფინალისტის კვლევა და კორონავირუსი

Your browser doesn’t support HTML5

ექიმი გიგა გელენიძე თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად იკვლევს გარემოს დაბინძურების როლს კორონავირუსის გავრცელებაში. პროექტი, რომელიც “ნასას” კონკურსის ფინალში გავიდა, გვეხმარება გავიგოთ, როგორია ე.წ. ოქსიდაციური სტრესის როლი კოვიდის ეპოქაში, რას ვსუნთქავთ და რას ვჭამთ იმ დროს, როცა ვირუსი ჩვენს ფილტვებს უტევს და აგრესიულად აზიანებს.