ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია

Your browser doesn’t support HTML5

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია. ნატოს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან. სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს და დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას.