ნატოს სამიტს შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტრანსატლანტიკურმა დაძაბულობამ

Your browser doesn’t support HTML5

11-12 ივლისს ნატოს ლიდერები მორიგ სამიტზე იკრიბებიან მაშინ, როცა მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა ვაჭრობისა და თავდაცვის ხარჯების საკითხებში. სამიტის წინა პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები ამერიკას უყურებენ, როგორც ყულაბას, ვაშინგტონის მიერ შემოღებულ სავაჭრო ტარიფებს კი ევროკავშირის საპასუხო ზომები მოჰყვა.