რას საქმიანობენ რუსული ფონდები საქართველოში?

Your browser doesn’t support HTML5

7 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ბაქრაძე, "აი, ფაქტი"-ს ჟურნალისტი. მან ილაპარაკა რუსული ფონდების საქმიანობის კვლევაზე, რომელსაც "აი, ფაქტი" აწარმოებს. ნინო ბაქრაძის თქმით, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს რუსეთის "რბილი ძალის" მოქმედებაზე ქვეყანაში იმისათვის, რომ გაფრთხილდეს და არ აღმოჩნდეს რუსული პროპაგანდის მსხვერპლი. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოქალაქეების ინფორმირებაზე "ჰიბრიდული ომის" საფრთხეების შესახებ. ნინო ბაქრაძის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ რუსული ორგანიზაციებისა და რუსეთის მოქალაქე ფიზიკური პირების ინტერესი საქართველოში საქმიანობისადმი გაიზარდა.