ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ კულტურის პოლიტიკაზე, ცენზურასა და თვითცენზურაზე, საბედისწერო ბრძოლაზე და პროცესებზე, რომელიც ზრდის ადამიანს.
ნინო კასრაძე თეატრებში პროტესტის შემდეგ ცხოვრებაზე, ცენზურასა და ხელოვანების სხვა პრობლემებზე
Your browser doesn’t support HTML5
მსახიობი ნინო კასრაძე ერთ-ერთია იმ ქართველ არტისტებს შორის, რომელიც არ მალავს თავის უკმაყოფილებას ქვეყნის კურსის ცვლილებაზე, ღიად უჭერს მხარს ცვლილებებისთვის მებძოლ არტისტებს და წუხს იმაზე, რომ ხელოვანების მზარდი პრობლემებით დიდად არავინ ინტერესდება.