"ქალი პატიმრების მიმართ იყენებენ პირადი შემოწმების ორივე მეთოდს"

29 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ცაგარეიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" თანადირექტორი. მან ილაპარაკა ქალ და არასრულწლოვან პატიმართა მდგომარეობაზე თბილისში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მონიტორინგი განახორციელეს: ქალთა N5-ე, არასრულწლოვანთა N11-ე და N8-ე პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში, 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით. ნინო ცაგარეიშვილი "დილის საუბრებში" ყვება იმ ხარვეზებსა და დარღვევებზე, რაზეც მათ შესაბამისი დოკუმენტაციისა და პატიმრებთან უშუალო კომუნიკაციის (მათ შორის, კითხვარების შევსების გზით) შეიტყეს. სასჯელაღსრულების სამინისტრო მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნების დღესვე განცხადებით გამოეხმაურა მის ავტორებს და კერძოდ, ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც პირადი შემოწმების პროცედურაზე, კერძოდ - პატიმრების სრულად გაშიშვლებით შემოწმებაზეა ლაპარაკი.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ცაგარეიშვილი ქალ და არასრულწლოვან პატიმრებზე