ოკუპაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

30 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ახალგაზრდებს მშობლები და მეგობრები ერგნეთის საგუშაგოსთან ელოდებოდნენ. თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული ახალგაზრდები, 28 აგვისტოს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს რუსმა და ოსმა სამხედროებმა. ხუთი ახალგაზრდა ცხინვალის იზოლატორიდან საჯარიმო თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. პროცესში ჩართული იყო ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია და წითელი ჯვარი. გათავისუფლებული ახალგაზრდები, გამოსაკითხად, მალევე გადაიყვანეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში.