"კორუფციის რისკებს იწვევს ზედმეტი იერარქია მოსამართლეებს შორის"

10 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოლიკო შერმადინი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი. მან ილაპარაკა კორუფციის რისკებზე საქართველოს სასამართლო სისტემაში. გამოკვლევის შედეგებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა თავად მოსამართლეების მხრიდან და დოკუმენტი "სიცრუედ" და "ჭორადაც" კი შეაფასეს. ერთ-ერთმა მოსამართლემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის შეურაცხმყოფელი კომენტარიც გაავრცელა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გამოკვლევა მრავალკომპონენტიანია და ანონიმური ინტერვიუები არის მისი მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილი.

Your browser doesn’t support HTML5

ოლიკო შერმადინი კორუფციის რისკებზე სასამართლოში