"ამ ვითარებაშიც პრეზიდენტს უნდა გამოეჩინა პოლიტიკური პასუხისმგებლობა"

29 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოლიკო შერმადინი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი. მან ილაპარაკა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ კანდიდატურის დასახელების საჭიროებაზე. ოლიკო შერმადინის თქმით, ეს პრეზიდენტის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. იურისტმა შეაფასა უკვე ჩავლილი პროცესიც, როცა პრეზიდენტი შეუდგა სამოქალაქო, აკადემიური, იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს და შემდეგ თავად შეწყვიტა ეს პროცესი.

Your browser doesn’t support HTML5

ოლიკო შერმადინი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე