ომის ხმები რადიო თავისუფლების არქივში

Your browser doesn’t support HTML5

რადიო თავისუფლების არქივმა შემოინახა 2008 წლის აგვისტოს ომის ხმები. ესაა ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების, ჩვენი მსმენელების და, რაც ყველაზე მთავარია, ტრაგედიით ყველაზე მეტად დაღდასმული ადამიანების ხმები - მათი, ვინც საზარელ ძალადობას გადაურჩა, ვისაც სასტიკად დაუხოცეს საყვარელი ადამიანები, ვინც დატოვა სახლ-კარი, დაკარგა ყველაფერი.