„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, - თქვა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, „ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში - სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება „საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“.
„საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება“
ოპოზიციური გაერთიანების, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ საწვავის მიწოდება მთავრობის წინასწარი ნებართვის საფუძველზე მოხდა - „თანხმობის მიცემის დრო და დასაბუთება საზოგადოებისთვის უცნობია“.
ის აღნიშნავს, რომ:
- „რუსული საომარი მანქანა მწვავედ განიცდის საწვავის დეფიციტს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები“;
- „ივანიშვილის რეჟიმი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხაზგასმით და მიზანმიმართულად მიუთითებს რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე“.
ასევე ნახეთ
„ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება დაადასტურაგვარამიას შეფასებით, „საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული ინტერესების გათვალისწინებით, ასევე, რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითვლება კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ-ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად“.
„ივანიშვილის რეჟიმმა დღეს აღიარა, რომ მათi ნებართვით (და საერთოდაც, მათ მიერვე) ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება“, - დაწერა გვარამიამ და მთავრობა კონსტიტუციის დარღვევაშიც დაადანაშაულა.
გვარამია ითხოვს, დასახელდეს ბიზნესსუბიექტი, რომელმაც საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთს მიაწოდა, ასევე „ვინ, როდის და რა ფორმალური მიზეზით მოაწერა ხელი ამ ღალატს“.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებვერდზე შესაბამისი სამართლებრივი აქტი ამ ეტაპზე არ გამოქვეყნებულა.
ოპოზიციონერ რომან გოცირიძის შეფასებით, მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა „სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას“.
„დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ცნობილი, რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის საწვავი შეიტანა აფხაზეთში და სარგებლობდნენ თუ არა ამით რუსეთის საოკუპაციო ძალები. არც ისაა გამორიცხული, რომ საწვავი რუსეთის ტერიტორიაზეც ყოფილიყო გადატანილი. ღალატში მონაწილე ამ კომპანიას სანქციები არ ასცდება“, - დაწერა გოცირიძემ სოციალურ ქსელში.
„საწვავს სრულად განკარგავს საოკუპაციო რეჟიმი“
ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის სავარაუდო მიწოდებაზე 11 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო შენგელიამ დაწერა.
„ადგილობრივმა მოსახლეობამ დააფიქსირა 4 დიდი ბენზინმზიდი სატვირთო (ტრაილერი), რომლებიც შეიარაღებული პირების მეთვალყურეობითა და დაცვით გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ არგუმენტი, თითქოს ეს ბენზინი, მათ შორის, გალში მცხოვრები ქართველების საჭიროებებს ხმარდება, „აბსოლუტურად არასანდოა“.
„ჩვენი ინფორმაციით, მიწოდებულ საწვავს სრულად განკარგავს საოკუპაციო რეჟიმი და საქართველოს თავისუფლების დაუძინებელი მტერი“, - აცხადებს ფავლენიშვილი.
ასევე ნახეთ
ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავის იმპორტი შავი ზღვის გავლით სურს- ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება.
- ინფორმაცია საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით უკვე გავრცელდა აფხაზურ მედიასაშუალებებშიც.