უკრაინა არჩევნების წინ

უცხო ქვეყნიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობა, შეიარაღებული კონფლიქტი დონბასში, კანდიდატთა ურთიერთბრალდებები - უკრაინა დაძაბულ ფონზე ემზადება 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. "პერსპექტივა" ჩავიდა კიევში, რათა გაერკვია, როგორია განწყობა უშუალოდ კენჭისყრის წინა პერიოდში, რომელ კანდიდატს აქვს გამარჯვების რეალური შანსი.

  • რა საფრთხეებს ებრძვის უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ?
  • რას გულისხმობს იულია ტიმოშენკო "ქართულ სცენარში", როცა 2014 წელს ყირიმში ძალის გამოუყენებლობაზე ლაპარაკობს?
  • როგორ აფასებენ უკრაინელი სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ არჩევნების მეორე დღესვე ჩავა კიევში?
  • "შინ - უცხოეთში": ბაჩო ქორჩილავას წვლილი კიევის ცხოვრებაში.

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.