პირველი მოსავალი

Your browser doesn’t support HTML5

26 წლის ბიოფერმერმა წნორიდან, ნიკა ბაგალიშვილმა პირველი მოსავალი მიიღო და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთანავე, თავისი პატარა მანქანით პროდუქტები გასაყიდად თბილისში ჩამოიტანა. წელს მეტ მოსავალს ელოდა, მაგრამ ამ ჯერზე არ გაუმართლა. ტრაქტორი რომ მყოლოდა, უკეთესი მოსავალი მექნებოდაო, ამბობს.

აგროსკოლის გაკვეთილებს ისევ ონლაინ რეჟიმში აგრძელებს, თუმცა წინა კვირაში მოსწავლეები მაინც შეკრიბა და მეზობელ ბიომეურნეობაში წაიყვანა ექსკურსიაზე. მოსავალს რომ აიღებენ, თბილისში პატარა აგრობაზრობის მოწყობა უნდათ. ნიკას კი იმედი აქვს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა თბილისში სიარულში ხელს არ შეუშლის და საქმის კეთებაში სეზონის ბოლომდე ხელი არ შეეშლება. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, იქნებ მოგროვილი ფულით ტრაქტორის ყიდვაც შეძლოს.