პირველი საჯარო სკოლა, რომელიც მზის ენერგიაზე გადავიდა

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის 61-ე საჯარო სკოლა ქვეყანაში პირველია, რომელიც მზის ენერგიაზე გადავიდა. 77 კილოვატის სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სისტემა სკოლის სახურავზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით დამონტაჟდა. ახალი სისტემით სკოლის ელექტროენერგიის წლიური ხარჯი 90 %-ით შემცირდება.