პოზიტიური სიგნალი ვენესუელის დროებითი ხელისუფლებისგან

Your browser doesn’t support HTML5

მსოფლიოში ხუთი ქვეყანა აღიარებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას. მათ შორის არის ვენესუელა, სამხრეთ ამერიკაში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე - ქვეყანა, რომელშიც, ამჟამინდელი მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, სულ უფრო აშკარა ხდება, რა აკავშირებს შორეულ მოსკოვთან ნიკოლას მადუროს სოციალისტურ რეჟიმს. მაგრამ ცოტა ხნის წინ თბილისმა უკვე მიიღო სიგნალი ვენესუელის დროებითი ლიდერის წარმომადგენლისგან, რომ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად შეიცვლება დამოკიდებულება ოკუპირებული რეგიონების აღიარების მიმართაც.