პოლიციელმა მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს ოქროს ნივთი მოჰპარა - შსს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 25 წლის პოლიციელი ქურდობის ბრალდებით დააკავა.

დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი.

ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია - შსს ასახელებს მხოლოდ ინიციალებს: მ.ბ.

გამოძიების ვერსიით, იგი „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს“.

რადიო თავისუფლებამ შსს-ის პრესცენტრს ჰკითხა, რა ოქროს ნივთზეა საუბარი. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ქურდობის მუხლით )სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით) მიმდინარეობს.