„პრაღის გაზაფხული“ 50 წლის გადასახედიდან

Your browser doesn’t support HTML5

500 ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობდა სამხედრო ინტერვენციაში, რომლითაც 1968 წელს ბოლო მოეღო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს ჩეხოსლოვაკიაში - ბოლო მოეღო "პრაღის გაზაფხულს".  ეს იყო რეფორმის მცდელობა ზემოდან, რაც მოჰყვა 1968 წლის იანვარში ალექსანდრ დუბჩეკის დანიშვნას კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის ლიდერად. მაგრამ სოციალიზმის დემოკრატიზაციის გეგმას მოსკოვმა და მისმა სატელიტმა ქვეყნებმა 21აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციით უპასუხეს. სხვადახვა წყაროებით, ოპერაცია "დუნაის" სახელით ცნობილი ინტერვენციის შედეგად დაიღუპა ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე, დაიჭრა 500 ადამიანი.