პრევენცია და არა პროვოცირება

Your browser doesn’t support HTML5

პრევენცია და არა პროვოცირება

როგორ უნდა იმოქმედოს ნატომ, თუ მის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა განხორციელდა? როგორ უნდა შესრულდეს ალიანსის ხელშეკრულების სახელგანთქმული მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულება, რომ ნატოს ყველა დანარჩენი წევრი მხარში უნდა ამოუდგეს აგრესიის სამიზნედ ქცეულ ქვეყანას? ნატო რეგულარულად ატარებს წვრთნებს კრიზისისთვის მოსამზადებლად. წელს ყურადღების ცენტრში ნორვეგია მოექცა - ერთ-ერთი ნატოს ექვსი წევრიდან, რომელიც რუსეთს ესაზღვრება.

  • რატომ დასჭირდა ნატოს ცივი ომის შემდეგ უდიდესი სამხედრო წვრთნების ჩატარება?
  • რა არის და რას ემსახურება საქართველოში 2015 წელს გახსნილი „ჯეიტეკი“
  • ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, თინა ხიდაშელთან
  • „შინ - უცხოეთში“: ჯაბა ელიკაშვილი - ბერლინელი ავტომოყვარულების სამსახურში

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.