დაობებული სოსისი; მატლები საჭმელში; დაუდგენელი წარმოშობის სპრედი; ხოჭო ხაჭაპურში; დამპალი ბოსტნეული და ხილი; ნედლის ნაცვლად გაყინული ხორცი. ეს და სხვა დარღვევები რადიო თავისუფლებამ ციხეების შემოწმების ოფიციალურ მასალებში ამოიკითხა. ამ ვიდეოში ნახავთ ციხეების საკვების შემოწმების ოფიციალურ დოკუმენტებს, რომელსაც პენიტენციური სამსახური ოთხი წელი გვიმალავდა და “რადიო თავისუფლებამ” სასამართლოს მეშვეობით მოიპოვა.
ჟურნალისტური გამოძიება სრულად ნახეთ აქ.