რა იცვლება თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში?

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს საკმაოდ მძიმე გამოწვევები ელის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ევროპელმა ლიდერებმა რამდენჯერმე შეახსენეს თურქეთის ლიდერს, რომ ავტორიტარული მმართველობა შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან.