რა ნაკლი აქვს „ოვერტურიზმს“?

Your browser doesn’t support HTML5

რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ტურისტების მოზღვავებას? და რა შეიძლება ისწავლოს თბილისმა - პრაღის გამოცდილებიდან?
წლის ბოლოს, დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს პრაღას, რომელიც ტურისტების სიმცირეს ისედაც არ უჩივის.2017 წელს აქ, ჩეხეთის დედაქალაქში სარეკორდო რაოდენობის, დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. მაშინ როცა წლევანდელი საბოლოო სტატისტიკა ჯერ ცნობილი არ არის, ევროპის რამდენიმე სხვა ქალაქის მსგავსად, პრაღის შემთხვევაშიც სვამენ შეკითხვას - დადებითთან ერთად, რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ტურისტების მოზღვავებას? და რა შეიძლება ისწავლოს თბილისმა - პრაღის გამოცდილებიდან?