რა საკითხები მოხვდება ევროპარლამენტის პირველ ანგარიშში საქართველოზე

ანდრეის მამიკინსი და თამარ ხულორდავა

შრომის უფლებები, გენდერული საკითხები, ხელისუფლების დემოკრატიულობის დონე და პროკურატურა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც ევროპარლამენტის მომხსენებელ ანდრის მამიკინსთან არასამთავრობო სექტორისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრა თბილისში, პარლამენტის შენობაში, 23 ივლისს შედგა.

ყველა საკითხი, რომლებიც პარლამენტში შეხვედრების ფარგლებში წამოიწია, აისახება ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ. ეს პირველი ანგარიშია, რომელსაც ევროპარლამენტი ამზადებს. მანამდე მსგავს ანგარიშებზე ევროკომისია მუშაობდა. მამიკინსმა პარლამენტში 3 შეხვედრა გამართა: არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან, მანამდე კი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავასთან ისაუბრა.

მამიკინსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აფხაზეთი და ოკუპირებული ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ის ოთხშაბათს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარზეც გეგმავს ვიზიტს.

Your browser doesn’t support HTML5

ანდრის მამიკინსი თამარ ხულორდავასთან შეხვედრის დეტალებზე

თამარ ხულორდავას თქმით, მამიკინსთან შეხვედრაზე ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა საკითხს შეეხნენ.

Your browser doesn’t support HTML5

თამარ ხულორდავას კომენტარი მამიკინსთან შეხვედრის შედეგებზე

ევროპარლამენტის მომხსენებელთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია ქვეყნის მიღწევებით სხვადასხვა სექტორში. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების თემებზე, უმცირესობების პრობლემებსა და სხვა საკითხებზე.

Your browser doesn’t support HTML5

ლაშა ტუღუში მამიკინსთან შეხვედრის შესახებ

ანდრის მამიკინსი საპარლამენტო შეხვედრების პირველ დღეს მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა, 24 ივლისს კი საპარლამენტო ფრაქციებს შეხვდება. დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ ევროკავშირის მომხსენებელთან ხელისუფლების დემოკრატიულობის ხარისხზეც ისაუბრა.

Your browser doesn’t support HTML5

გოჩა ჯოჯუა მამიკინსთან შეხვედრის შესახებ

ვიზიტის შემდეგ ანდრის მამიკინსი ბრიუსელში წაიღებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა, საგარეო საქმეთ ამინისტრ დავით ზალკალიანთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან პირისპირ შეხვედრის შედეგებსაც.