რადიო თავისუფლების 2025 წლის შთამბეჭდავი ფოტოები

20 სექტემბერი, თბილისი - თბილისობაზე პოლიციელები და მსახიობი დასასვენებლად ერთ სკამზე ჩამოსხდნენ.
ზეიმი 2025 წელს ძალიან ადრე, შუა სექტემბერში გაიმართა. ოპოზიციამ ეს იმით ახსნა, რომ ხელისუფლება შეეცადა წინასაარჩევნოდ თბილისელების გული მოეგო. რუსთაველის გამზირი დღესასწაულს გამოეთიშა, იქ პროევროპული დემონსტრაციები იმართებოდა.
ფოტო: დავით ქორიძე

14 იანვარი, თბილისი - ორთაჭალაში გაზი აფეთქდა 9-სართულიან კორპუსში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 107 ოჯახი ცხოვრობს. დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მცხოვრები.

ფოტო: მზია საგანელიძე

2 თებერვალი, თბილისი - პროევროპული აქციის მონაწილე ნიღბით პოლიციელების პირისპირ.
პროევროპული აქციის 67-ე დღეს დემონსტრანტებმა თბილისის შემოსასვლელთან სამანქანე გზის გადაკეტვა სცადეს. ცოტა ხნით ადრე ხელისუფლებამ სატრანსპორტოო მაგისტრალები სტრატეგიულ ობიექტად გამოცხადდა და მისი გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა. აქციაზე დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი

ფოტო: მზია საგანელიძე

1 მარტი, ბერლინი - აქციის მონაწილე რუსეთის დამწვარი დროშით. დემონსტრანტები რუსეთის უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ.

ფოტო: ანტონ სერგიენკო / RFE/RL-ის რუსული სამსახური.

4 მარტი, თბილისი - რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ მაშველებს მტკვრიდან წყალში გადავარდნილი მანქანა და მისი გარდაცვლილი მძღოლი ამოჰყავთ.
უცნაური დამთხვევის თუ სხვა გაურკვეველი მიზეზის გამო, მარტში მეტეხის ხიდიდან ერთ კვირაში ორი ავტომობილი გადავარდა.

ფოტო: მზია საგანელიძე

დუშანბე - ჩაის სახლის „როჰათის“ დემონტაჟი. ეს შენობა ტაჯიკეთის დედაქალაქის ერთ-ერთი საყვარელ სიმბოლოს წარმოადგენდა და მსოფლიოს საუკეთესო ჩაის სახლებს შორისაც იყო დასახელებული. ადგილობრივებმა მის გადასარჩენად პეტიციაც შეადგინეს, მაგრამ უშედეგოდ. სამშენებლო ბუმი, რომელიც ცენტრალური აზიის დედაქალაქის იერსახეს ცვლის, ადგილობრივი მთავრობის მიერ არის წახალისებული.

ფოტო: შაჰლო აბდულლოევა, RFE/RL-ის ტაჯიკური სამსახური.

31 მაისი, კიევი - უკრაინელი ჯარისკაცი არტემი „Brave Hearts“-ის საქველმოქმედო მეჯლისზე პარტნიორს, პოლინას ეცეკვება.

ფოტო: სერჰი ნუჟნენკო, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.

7 ივლისი, პაკისტანი - ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პაკისტანში, ბაჯაურის რაიონში და მოითხოვა, ბოლო მოეღოს ძალადობას. ეს რაიონი ავღანეთის საზღვართანაა და იქ პაკისტანის თალიბანი აქტიურად მოქმედებს.

ფოტო: შაჰ ნავაზ ტარაკზაი, RFE/RL-ის „რადიო მაშაალი“.

20 აგვისტო, კიევი - 24 წლის ნადიასა და მის ორი წლის გოგონას, ანჟელინას უკანასკნელ გზაზე აცილებენ. ისინი რუსეთის მიერ 28 აგვისტოს უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ დარტყმას ემსხვერპლნენ.

ფოტო: სერჰი ნუჟნენკო, RFE/RL-ის უკრაინული სამსახური.

7 აგვისტო, თბილისი - რეჟისორ ელდარ შენგელაიას პანაშვიდი სიონის ეკლესიაში.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მისი გადაღებულია ფილმები: „შერეკილები“, „ცისფერი მთები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“...

ფოტო: დათო ქორიძე

17 ივნისი, კიევი - ცოლ-ქმარი საკუთარი ბინის ნანგრევებთან დგას. კორპუსს რუსული ჭურვი მოხვდა. მოგვიანებით ნანგრევებში მათი მცირეწლოვანი ვაჟის ცხედარი აღმოაჩინეს.

ფოტო: სერჰი ნუჟნენკო, RFE/RL-ის უკრაინული სამსახური.

11 სექტემბერი, ვილნიუსი - იჰარ ლოსიკი (მარჯვნივ), RFE/RL-ის ბელარუსელი ჟურნალისტი ეხუტება თავის ძმას, მიკიტას მას შემდეგ, რაც ბელარუსის ციხიდან გაათავისუფლეს. იჰარმა პოლიტიკურად მოტივირებული 15-წლიანი სასჯელიდან ხუთ წელზე მეტი მოიხადა.

ფოტო: ვიალეტა საუჩიცი, RFE/RL-ის ბელარუსული სამსახური.

24 ივლისი, თბილისი - თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობებიდან გამოსახლებულები ქონებას ყარაულობენ.

პოლიციამ ათობით ოჯახი გამოასახლა, წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ფოტო: ილია რატიანი

4 ოქტომბერი, თბილისი - რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბება ხალხი. აქციის მონაწილეობის რაოდენობა ხან რამდენიმე ასეულია, ხან რამდენიმე ათასეული.

ფოტო: დათო ქორიძე

4 ოქტომბერი, თბილისი - საპროტესტო აქციის მონაწილეები ფოტოს იღებენ ორბელიანზე, პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად.

4 ოქტომბერს ხალხი ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით შეიკრიბა. დემონსტრანტთა ერთმა ჯგუფმა ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევა სცადა, მათ სპეცრაზმი დაუპირისპირდა. დააკავეს 65 ადამიანი.

ფოტო: დათო ქორიძე

28 ივნისი, თბილისი - უკრაინიდან საქართველოში ჩამოასვენეს ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე.

ფოტო: დათო ქორიძე

22 ოქტომბერი - აქციის მონაწილე თამარ ლორთქიფანიძე პოლიციის მანქანაზე ავიდა. მას ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.

ფოტო: დათო ქორიძე

29 ოქტომბერი - აქტივისტი და პედაგოგი ნინო დათაშვილი საპატიმროს ტოვებს და სახლში ბრუნდება.
ქალს, რომელიც ციხეში ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა, პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. გირაოს თანხა, 5000 ლარი მას მხარდამჭერებმა რამდენიმე წუთში შეუგროვეს.
დათაშვილი 20 ივნისს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

ფოტო: ზურაბ ხიდაშელი

3 ნოემბერი, თბილისი - აქციის მონაწილე დგას აზა ჩილაჩავას მხარდამჭერი ბანერით. 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, ერთი დღით დააპატიმრეს.

ფოტო: დათო ქორიძე

4 ნოემბერი, სამხრეთი ჩეხეთი - მიტოვებულ საბჭოთა მაღაროში ურანით მდიდარი კრისტალები ულტრაიისფერ შუქს გამოსცემენ. ცენტრალური ევროპის ამ ქვეყანაში მკვლევრებმა 1960-იან წლებში მიტოვებული მაღაროები იპოვეს. აქ ძველად პოლიტპატიმრებს აიძულებდნენ, მოეპოვებინათ რადიოაქტიური მინერალები საბჭოთა კავშირის ბირთვული იარაღის პროგრამისთვის.

ფოტო: ეიმოს ჩაპლი, RFE/RL.

დეკემბერი, თბილისი - არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) პარლამენტის ფონზე.
სასულიერო პირს, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური და მუდმივი მონაწილე გახდა, საპატრიარქომ მღვდლობა შეუჩერა.

„მე არ ვაპირებ ჩემი მღვდლობისთვის ბრძოლას. ბერობა უფრო დიდ თავისუფლებას მანიჭებს“, - თქვა მან საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ.

ფოტო: დათო ქორიძე

თბილისი - აქციის მონაწილეს ხელში უჭირავს პლაკატი დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გამოსახულებით.

ფოტო: ილია რატიანი

თბილისი - აქციის ორი მონაწილე რუსთაველის გამზირზე ელოდება მარშს, რომელიც რუსთაველისკენ მიდის.

ფოტო: დათო ქორიძე

თბილისი - აქციის მონაწილე და პოლიციელების კორდონი რუსთაველის გამზირზე.

ფოტო: დათო ქორიძე

თბილისი - პროევროპული პროტესტის მუდმივი ნაწილია „საზმაუს მარში“ - დემონსტრანტები ყოველდღე მართავენ აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან და შემდეგ რუსთაველის გამზირზე მიდიან.

ფოტო: დათო ქორიძე

19 დეკემბერი - 7-თვიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე ოჯახის წევრებს ეხუტება.

მას სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა მისჯილი, იმავე ბრალდებით ამ მომენტისთვის კიდევ 5 პოლიტიკოსი ციხეში რჩება.

ფოტო: დათო ქორიძე