რადიო თავისუფლების ადამიანები - 2019

Your browser doesn’t support HTML5

ჩვენ მათ პირობითად რადიო თავისუფლების ადამიანები ვუწოდეთ - მთელ საქართველოში ვეძებდით, ვპოულობდით და მათზე გიყვებოდით. ზოგს, ალბათ, მეტ-ნაკლებად იცნობდით, ჩვენ კი ისევ მოვიკითხეთ მათი ამბავი, ზოგიც აღმოვაჩინეთ. ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ზოგიერთის ცხოვრებაში პატარ-პატარა სიახლეებიც მოხდა: მაგალითად, ნანას სვანეთის ნახვის სურვილი აუხდინეს, თაზო ნამდვილი ვარსკვლავი გახდა - სად არ მიიწვიეს ის და მისი მშობლები; ბესო, რომელსაც რაჭის გარეთ ცოტა ადამიანი იცნობდა, მთელმა საქართველომ გაიცნო; გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მერაბს ლოდების გადატანაში დაეხმარნენ... თავისუფლების ადამიანების ძებნას 2020 წელსაც გავაგრძელებთ. თქვენც მოგვწერეთ, თუ იცნობთ მათ, ვინც თავის საქმეს უხმაუროდ აკეთებს.