ბიზნეს სკოლის რეორგანიზაცია - რა ხდება ილიას უნივერსტეტში?

Your browser doesn’t support HTML5

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლა უკვე ილიაუნის ბიზნესსკოლის ყოფილმა დეკანმა გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ იგი დეკანის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზად გიორგი ქადაგიძე ადმინისტრაციის მხრიდან ძირეული ცვლილებების შიშსა და მიუღებობას ასახელებს. ილიაუნის დეკანი გიგა ზედანია კი ამბობს, რომ გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან გათავისუფლება ახალი ფაკულტეტის შექმნას უკავშირდება და ამ ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება მასაც შეეძლება. უნივერსტიტეტში ამბობენ იმასაც, რომ ბიზნესის ფაკულტეტზე ცვლილებები დიდი ხანია იგეგმებოდა და გიორგი ქადაგიძე ცვლილებების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა სამუშაო ჯგუფებთან არასაკმარისად თანამშრომლობდა. 4 იანვარს გიორგი ქადაგიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის ადმინისტრაციას 24 საათიანი ვადა მისცა ბიზნესის ფაკულტეტზე დაგეგმილი ცვლილებების შესაჩერებლად. რამ გამოიწვია კონფლიქტი ბიზნეს სკოლის ყოფილ დეკანსა და ადმინისტრაციას შორის? რა შეცდომები დაუშვეს მხარეებმა და როგორია გამოსავალი, სადაც გათვალისწინებული იქნება სტუდენტების და უნივერსტეტის ინტერესი, - რადიო თავისუფლების კითხვებს გიორგი ქადაგიძემ და ნინო დობორჯგინიძემ უპასუხეს.