რას მოასწავებს ორბანის ტრიუმფი ევროკავშირისათვის

ევროპაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის კონსერვატიული და ანტიიმიგრანტული "ფიდესის" პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებას. ბევრი შიშობს, რომ ორბანის მმართველობა კიდევ უფრო გააღრმავებს ევროკავშირის შიგნით არსებულ ბზარებს.