რას უტოვებენ მკვდრებს ცოცხლები

აღდგომის მეორე დღე - საფლავებზე ძირითადად პასკა და წითელი კვერცხებია, კიდევ რამე საჭმელიც, ღვინო, ლიმონათი, კანფეტები. აუცილებლად მოიტანენ ყვავილებს, უფრო იასამნებს, ახლა იასამნების სეზონია.

ერთგან ოთხ მკვდარს ერთი პასკა მიუტანეს, მეორეგან ორს - ორი, ანუ თითოს თითო. პასკა მიუტანეს ახალ მიცვალებულსაც, რომელსაც ჯერ ქვაც არა აქვს და ძველსაც - ვისი საფლავიც უკვე ბალახშია. არიან ისეთებიც, ვისაც აღდგომას არავინ მიაკითხა.

ბზაც დაუტოვეს მიცვალებულებს, ტიტებიც და ნახევრად ჩამწვარი სანთლებიც. წამოღებით კი მორჩენილი საჭმელი წამოიღეს, კიდევ ჭურჭელი და იმედი, რომ სადღაც ცხოვრება სხვა ფორმით გრძელდება.

საღამოს ბავშვები ჩამოივლიან აიღებენ პასკებს, შეუბერავენ სულს, გააცლიან ჭიანჭველებს და კვერცხებით სავსე ცელოფანში ჩააგდებენ.

აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოები საქართველოში გამოფენისთვის გამზადბეულ ინსტალაციას გავს.

კუკიის სასაფლაო, 29 აპრილი

აღდგომის მეორე დღე, საფლავი ფონიჭალის სასაფლაოდან

ძველი, უყურადღებოდ დარჩენილი საფლავი, აღდგომის მეორე დღე, 2019 წელი

წითელი ღვინო და სასაფლაოს ასახვევში დაკრეფილი იასამნები, კუკიის სასაფლაო, 29 აპრილი

პასკის თითო ნაჭერი ყველას ცალ-ცალკე, კუკიის სასაფლაო

პასკა, წითელი კვერცხები და ბრინჯი - ახლობლებს საფლავებზე ის მიაქვთ, რაც გარდაცვლილებს ყველაზე მეტად უყვარდათ

წითელი კერცხი მეზობელი საფლავიდან

გამვლელებისთვის დატოვებული ღვინო, ფონიჭალის სასაფლაო

პასკა ცელოფანში გაახვიეს, რომ მისი შეჭმა ადამიანებს ჭინჭველებმა არ დაასწრონ

ხელსახოციც კი სააღდგომოდაა შეჩეული, ფონიჭალის სასაფლაო