რატომ დაარქვეს ინდაურს ინდაური?

Your browser doesn’t support HTML5

ჩვენთვის ეს ფრინველი ინდოეთიდან მოდის. ასევეა რუსებისთვის, სომხებისთვის, ფრანგებისა და თურქებისთვისაც. თავად ინდოეთში „თურქულს“ უწოდებენ. პორტუგალიელებისთვის „პერუა“. მალაიზიელებისათვის „ჰოლანდიური ქათამია“. არაბულად კი, ზოგან „რომაული ქათამია“, ზოგან კი - ეთიოპიური. არც ერთი ეს სახელწოდება ახლოსაც კი არაა ამ ფრინველის სამშობლოსთან - ჩრდილოეთ ამერიკასთან. მაშ, რა ხდება? რატომ არავინ იღებს პასუხისმგებლობას ინდაურზე?