რეზო ესაძეს 85 წლის იუბილეზე ვარსკვლავი გაუხსნეს

რეზო ესაძეს ვარკვლავი კინოთეარტ "რუსთაველის" წინ 85-ე დაბადების დღეზე გაუხსნეს. ღონისძიებას რეჟისორები, მსახიობები, რეზო ესაძის მეგობრები და პოლიტიკოსები დაესწრნენ, მათ შორის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

რეზო ესაძე და მერაბ კოკოჩაშვილი

​ვარსკვლავის გახსნასთან ერთად ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში რეზო ესაძის ნახატების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა.

მიხეილ გიორგაძე, ბიძინა ივანიშვილი, რეზო ესაძე და ჯამლეტ ხუხაშვილი.

​რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე არაერთი ჯილდოსა დაღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია.

გოგი ქავთარაძე და რეზო ესაძე

მას გადაღებული აქვს 11 ფილმი, შესრულებული აქვს 10 მთავარი და ბევრი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ავტორების ფილმებში.

რეზო ესაძის გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში

კახი კავსაძე რეზო ესაძის გამოფენაზე.

ელდარ შენგელაია და ბიძინა ივანიშვილი

ლანა ღოღობერიძე რეზო ესაძის გამოფენაზე

თემურ ბაბლუანი და რეზო ესაძე

ბიძინა ივანიშვილი