რუსეთის მოქალაქეობა, რომელიც მას 2005 წელს ჰქონდა მიღებული, დეპორტაციამდე ათი თვით ადრე ჩამოართვეს - ოფიციალურად, სოციალურ მედიაში ომის საწინააღმდეგო კომენტარების გამო, რასაც გამოძიებამ სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლი მიუყენა: ტერორიზმის საჯაროდ გამართლება. სინამდვილეში - უბრალოდ ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო.
2023 წელს მიღებული ახალი კანონი მოქალაქეობის შესახებ საშუალებას იძლევა ასე მოექცნენ ყველას, ვინც დაბადებით არ არის რუსეთის მოქალაქე და ვინც არ ეთანხმება მოქმედ მთავრობას.
„ომი ჩემთვის ტრაგედიაა“
მაქსიმ პოლოვნიკოვი ნორილსკში 1994 წელს მშობლებმა ჩაიყვანეს. ორი წლის იყო, როდესაც მამამისს „ნორნიკელში“ სამსახური შესთავაზეს. მაქსიმი, ისევე, როგორც მისი მშობლები, აზერბაიჯანშია დაბადებული. 2008 წლამდე ოჯახი ბაქოში ბებიას და ბაბუას მოსანახულებლად დაფრინავდა, სანამ მშობლებმა ისინიც რუსეთში არ გადმოიყვანეს საცხოვრებლად.
თუ ამას არ მოაწერ ხელს, მაშინ დროებითი დაკავების იზოლატორში წახვალ და უფრო სერიოზულ რაღაცებს მოაწერ ხელს...
მაქსიმმა ფეხბურთის თამაში ბავშვობაში დაიწყო, ადგილობრივ სპორტულ სკოლაში სწავლობდა. შემდეგ ის „ნორნიკელში“ თამაშობდა. მისი კარიერის მწვერვალი იყო რუსეთის ჩემპიონობა ახალგაზრდული სუპერლიგის ჩემპიონატში.
"მაგრამ უფრო მეტად 2019 წელს ლიეტუვაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მახსოვს. Unified football-ი - ინკლუზიური ფორმატია, სადაც ერთად თამაშობენ ჩვეულებრივი მოთამაშეები და ფსიქიკური თავისებურებების მქონე პირები", - ამბობს პოლოვნიკოვი.
მისი ბოლო პროფესიული ხელშეკრულება 2017 წელს დასრულდა. მაქსიმი ნორილსკში დაბრუნდა, ნორილსკის კომბინატში სპორტულ ინსტრუქტორად გააფორმეს და იქვე ზეინკლადაც დაიწყო მუშაობა. ის აგრძელებდა ფეხბურთის თამაშს და წვრთნიდა მოყვარულთა და კორპორაციულ გუნდებს, მათ შორის ადგილობრივ ეფესბეს (უშიშროების ფედერალური სამსახური) გუნდს, სადაც პოლოვნიკოვმა გაიცნო თანამშრომლები, რომლებმაც 2024 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეთითხნეს „ტერორიზმის გამართლების“ მუხლით.
პოლოვნიკოვის თქმით, უკრაინასთან ომის დაწყებამ ის „ემოციურად გატეხა“. მაქსიმი გამუდმებით ლაპარაკობდა ამაზე მეგობრებთან და კოლეგებთან. ერთ დღეს ის გრძნობებს აჰყვა, პლაკატზე დაწერა - „არა ომს“ და ადმინისტრაციულ შენობასთან მიიტანა. გარკვეული დროის შემდეგ მისი ვინაობა დაადგინეს, მაგრამ ოქმი არ შეუდგენიათ.
"რატომღაც, განზე გადგომა არ შემეძლო. ვფიქრობდი, რომ ამაზე საჭიროა ლაპარაკი", - იხსენებს მაქსიმი. – "შემდეგ, დაახლოებით 2022 წლის მაისში, დაცვის უფროსი მოვიდა ჩვენს საამქროში და დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ „ფული უნდა დავდოთ СВО-ს - „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის.“ მისი წასვლის შემდეგ ყველას ვუთხარი, რომ არანაირი ფულის დადებას არ ვაპირებდი. ამ საუბრის შემდეგ, დაიწყეს ჩემი დაბარება ქარხნის ადმინისტრაციაში, - სხვათა შორის - სიცრუის დეტექტორზე".
თუ ასეთ აზრებს საჯაროდ გამოთქვამ, მაშინ ჩვენი შემდეგი საუბარი ამაზე უარეს ადგილას გაიმართება...
2022 წლიდან „ნორნიკელის“ უშიშროების სამსახური სიცრუის დეტექტორზე ამოწმებდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ოდესმე ეცხოვრათ უკრაინაში. პოლოვნიკოვი, როგორც ის ფიქრობს, პროუკრაინული განცხადებებისთვის დაიბარეს. მან უარი თქვა სიცრუის დეტექტორზე, თუმცა დათანხმდა ფსიქოლოგთან საუბარს ჩანაწერით.
"მეგონა, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. შემდეგ, ორი ან სამი თვის შემდეგ, უშიშროების სამსახურის უფროსმა დაიწყო ჩემი დაბარება თავის კაბინეტში და მეკითხებოდა, რით ვიყავი უკმაყოფილო. მე ვეუბნებოდი, რომ ომი ჩემთვის ტრაგედიაა და ამას მხარს ვერ დავუჭერ. დაახლოებით 22 აგვისტოს, მან გამაფრთხილა, რომ „თუ ასეთ აზრებს საჯაროდ გამოთქვამ, მაშინ ჩვენი შემდეგი საუბარი ამაზე უარეს ადგილას გაიმართება“. მისი სიტყვები სერიოზულად არ აღმიქვამს. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 23 აგვისტოს, ეფესბემ სამსახურში დამაკავა. მანქანაში შემაგდეს და ორი ვარიანტი შემომთავაზეს: ან ხელი უნდა მომეწერა იმაზე, რომ ვითომ მე ვწერდი კომენტარებს სოციალურ ქსელებში, ან ჩემთან სახლში წავიდოდით, სადაც ვიპოვით უკრაინის საქმეში ჩემი ჩართულობის „უფრო დამაჯერებელ მტკიცებულებებს“, მაგალითად, დეტონატორებს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, მათ საყვარელ საგნებს. ბუნებრივია, შემეშინდა და ვთქვი: „კარგი, რა არჩევანი მაქვს“.
„აგიხვევენ თვალებს და გცემენ“
ოპერატიულ თანამშრომელთან ერთად, რომელსაც მისი საქმე მიჰყავდა, პოლოვნიკოვი 2021 წელს ფეხბურთს თამაშობდა. ეფესბეს კაბინეტში, სადაც ის აღიარებითი ჩვენების ხელმოწერაზე დაიყოლიეს, სხვა ნაცნობებიც იმყოფებოდნენ ფეხბურთის გუნდიდან.
"და მე დავუჯერე, როცა მითხრეს: „მაქს, შენ ნორმალური ბიჭი ხარ, ჩვენ გიცნობთ, ჩვენ აი, ასეთი დავალება გვაქვს, ამიტომ მოდი, ახლა მოაწერე ხელი ყველაფერს. ჯარიმას დაგიწერთ, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება“. „მაგრამ თუ ამას არ მოაწერ ხელს, მაშინ დროებითი დაკავების იზოლატორში წახვალ და უფრო სერიოზულ რაღაცებს მოაწერ ხელს“, - ამბობს პოლოვნიკოვი.
ასევე ნახეთ
რუსეთში სჯიან მღვდლებს, რომლებიც უარს ამბობენ "ომში გამარჯვების" ლოცვაზე
მას სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი ჰყავდა - „მეგობრებმა“ ეფესბედან დაარწმუნეს, ფული ტყუილად არ დაეხარჯა . ხოლო როცა მაქსიმმა საკუთარი ინიციატივით მიიღო დადასტურება ВКонтакте-ს ადმინისტრაციისგან, რომ მისი პირადი გვერდი არ იყო აქტიური იმ დღეებში, როდესაც ის, ვითომდა კომენტარებს წერდა (2022 წლის 28 მარტი და 1 აპრილი), ადვოკატმა არ მოითხოვა დასტურის საქმის მასალებში ჩართვა.
"გადავწყვიტე, საკითხს სხვა მხრიდან მივდგომოდი და გამეხსენებინა, რა იყო 28 მარტს და 1 აპრილს. და ვიპოვე ჩემთვის ალიბი: მე თამაშზე ვიყავი და მაქვს მტკიცებულება, რადგან მე და გუნდს YouTube-ზე მიგვყავდა ტრანსლაცია. ეს ყველაფერი დოკუმენტურად დამტკიცებულია, არსებობს ვიდეო. მაგრამ, მათ კვლავინდებურად, ამის საქმეში ჩართვა არ მოისურვეს", - ამბობს პოლოვნიკოვი.
"ვკონტაქტეზე" პოლოვნიკოვის აქტიურობის არქივი: 2021-დან 2023 წლამდე სრული სიჩუმე
სასამართლომ ბრალდებულის ანტისაომარი კომენტარები, რომლებიც საქმის საფუძველს წარმოადგენდა 205.2 მუხლის თანახმად, A4 ფორმატის ფურცლებზე ამობეჭდილი სახით იხილა. სამი მოწმიდან, რომლებმაც სავარაუდოდ, ისინი სოციალურ ქსელში წაიკითხეს, მაქსიმი ორს კარგად იცნობს. ერთ-ერთთან ექვსი-შვიდი წელი ფეხბურთს თამაშობდა: "ვიცი, რომ ნარკოტიკების გამო დაიჭირეს; როგორც ჩანს, ეს იყო მასზე ზეწოლის იარაღი. მეორეს მოგვიანებით ციხეში შეხვდა – ეს მოწმეც ომის საწინააღმდეგო განცხადებების გამო იყო დაპატიმრებული და პოლოვნიკოვს უამბო, თუ როგორ აიძულეს წინასწარი დაკავების პატიმრობისას მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა: ამის გაკეთება ორჯერ მოუწია, რადგან პირველ ჯერზე ეფესბეს ოფიცრებმა მასზე არასწორი თარიღი მიუთითეს".
"პირველივე მოსმენიდან ჩემზე ეფესბეს ოფიცერი იყო მომაგრებული. ის მუდმივ კონტაქტში იყო ჩემთან", - ამბობს პოლოვნიკოვი. - "მეუბნებოდა: "მაქს, ახლა შეხვალ, იტყვი ასე და ასე, არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა, ადვოკატი საქმის კურსშია და პროკურორიც არ გადაამეტებს - ის ჩვენიანია". ის გამუდმებით მეკითხებოდა, როგორ მიდიოდა საქმე. და შემდეგ, 20 თებერვალს, როდესაც ჩემს ამ კურატორს მივწერე: "სანია, რატომ ითხოვს პროკურორი ჩემთვის შვიდ წელს?", მან უბრალოდ მიმოწერა წაშალა და გაუჩინარდა".
ორი საათის წამების შემდეგ გამათავისუფლეს და მითხრეს: "საკმარისია, მაქს, გვჯერა შენი, არ ინერვიულო, აღარ განმეორდება"...
2024 წლის 1 აპრილს პოლოვნიკოვს მოთხოვნილი შვიდი წლის ნაცვლად ორი წლით სასჯელაღსრულების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს
აპელაციის განხილვამდე ის ნორილსკის წინასწარი დაკავების ცენტრში იმყოფებოდა. მისი თქმით, თავდაპირველად წყნარად იყო - მუშაობის უფლებაც კი ჰქონდა - "მეტ-ნაკლებად თავისუფალი გადაადგილება და, გარკვეული თავისუფალი დრო". მაგრამ შემდეგ გამომძიებლები გააღიზიანა მხარდამჭერმა წერილებმა, რომლებსაც პოლოვნიკოვი იღებდა. ერთმა მეგობარმა მისწერა რაღაც ამის მსგავსი: "იმედი მაქვს, ეს რეჟიმი დაემხობა". ასევე წერდა გოგონა "უკრაინული გვარით".
"ვმუშაობდი, როცა ვიღაცამ მითხრა: "მაქს, მეხუთე სართულზე ამოდი, შენი დახმარება გვჭირდება". მეც ავედი, საოპერაციო შტაბის უფროსის კაბინეტში შემაგდეს და, ღმერთო, როგორ ვთქვა... საცვლამდე გამხადეს, ხელები შემიკრეს, თვალები ამიხვიეს და ორი საათის განმავლობაში მირტყამდნენ, რომ გაეგოთ, რა კოდს იყენებდა ჩემი მეგობარი, რას აპირებდა, რა სახის ტერაქტი მზადდებოდა. ერთი სიტყვაც არ მითქვამს. ორი საათის წამების შემდეგ გამათავისუფლეს და მითხრეს: "საკმარისია, მაქს, გვჯერა შენი, არ ინერვიულო, აღარ განმეორდება". ჰო, და "ჩვენ უბრალოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით".
მაქსიმ პოლოვნიკოვი ამ შეურაცხყოფის შესახებ პირველად საუბრობს – მაშინ მას არც თავის ადვოკატთან დაუჩივლია და არც მშობლებისთვის უთქვამს რამე. ის ამბობს: "ისედაც საკმარისად ნერვიულობდნენ. ასაკში არიან და მათ მშვიდი სიბერე წაართვეს".
"დაიწერე აღიარება და სასჯელს მაქსიმუმ ექვსი თვეს დაგიმატებთ”
პოლოვნიკოვი სასჯელს კრასნოიარსკის მე-31 სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდიდა. იქვე ზის ნიკიტა უვაროვიც; 2022 წელს, 16 წლის ასაკში, მას ტერორიზმის ბრალდებით, Minecraft-ის თამაშისთვის, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ყოველ სამ თვეში კოლონიაში ჩადიოდნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც არმიაში სამსახურისთვის გადაბირებით იყვნენ დაკავებული. ისინი "ტერორისტებს" დიდად არ ეკარებოდნენ, - 205-ე მუხლით გასამართლებულებს ფრონტზე არ აგზავნიან, - მაგრამ დანარჩენებს მტკიცედ მოუწოდებდნენ, "სამშობლოს წინაშე ვალი მოეხადათ.” ისინი განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენდნენ მათზე, ვინც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით - ნაწილიდან ან სამხედრო სამსახურის ადგილიდან უნებართვოდ გაქცევისთვის იყო ნასამართლევი.
"კოლონიაში ატმოსფერო ძალიან დამთრგუნველია და ბევრი იქიდან გაქცევით ფიქრობდნენ პრობლემებისთვის თავის დაღწევას. ყოველ ორ-სამ თვეში სამხედროები მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა, "ეს თქვენი ბოლო შანსია, სწრაფად დაბრუნდეთ შინ”. ასე მეორდებოდა ყოველ სამ თვეში ერთხელ. ეს ყველასთვის ხუმრობად იქცა. და ისინი ძირითადად 337-ე მუხლით გასამართლებულებს ესაუბრებოდნენ და ისინი კი უპასუხებდნენ: "რა, არ ვიცით, რა ხდება იქ? რატომ გვატყუებთ?"
"337-ე მუხლით გასამართლებულმა ყველა კაცმა იცოდა, რომ იმ ქვედანაყოფში, რომლის დატოვებაც მოინდომეს, რომ გაეგო მათი ომში დაბრუნების შესახებ, იქვე დახვრეტდნენ, როგორც მოღალატეებს, უბრალოდ ორმოში ჩააგდებდნენ და ასე დამთავრდებოდა ყველაფერი", - ამბობს პოლოვნიკოვი. – მაგრამ იყვნენ ისეთები, ვინც დათანხმდა იმიტომ, რომ იყო ზეწოლა, დამცირება, პირობა, რომ აქ შენი ცხოვრება ციხის იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე იქნებოდა. ზოგს მოგვიანებით უკან დახევა უნდოდა, მაგრამ არ აძლევდნენ უფლებას. თუმცა ისინი კონტრაქტს არ აწერდნენ ხელს, უბრალოდ განცხადებას წერდნენ.
ის მირჩევდა: "დაწერე ახლავე აღიარება, სასჯელს მაქსიმუმ ექვსი თვით დაგიგრძელებთ და ყველაფერი კარგად იქნება". "ტერორიზმის დაფინანსებისთვის", წარმოგიდგენიათ?..
თავიდან პოლოვნიკოვისთვის ციხეში ყველაფერი კარგად მიდიოდა. მას მაშინვე მისცეს სამუშაო – სასადილოში მზარეულად აიყვანეს და საფეხბურთო გუნდში ჩარიცხეს – მეზობელ ციხეში სათამაშოდ მიჰყავდათ ხოლმე . ადგილობრივმა ოფიცერმა მას სახლში ნებისმიერ დროს დარეკვის უფლებაც კი მისცა – "ტერორისტისთვის" ეს იშვიათი დათმობა იყო. "არ დამირეკავს, არ მინდოდა მშობლების შეწუხება, თანაც, როცა მოსმენა აქვთ ჩართული, ეს ზარები ცოტა უხერხულია", - ამბობს მაქსიმ. მაგრამ სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე ყველაფერი შეიცვალა.
"ჩემ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. როგორც ჩანს, ეფესბემ გადასცა, რომ 2022 წელს სადღაც ფული გადავრიცხე. და "ან ახლა გვეტყვი, ან ამ ინფორმაციის გამოსატანად უამრავი გზა გვაქვსო". რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ მსგავსი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის და თავისას განაგრძობდნენ", - ამბობს პოლოვნიკოვი. – "ნოემბრიდან დაწყებული, ოპერატიულ შტაბში კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიბარებდნენ. ჩემთან სალაპარაკოდ ფსბ-ის ოფიცერი მოდიოდა. ის მირჩევდა: "დაწერე ახლავე აღიარება, სასჯელს მაქსიმუმ ექვსი თვით დაგიგრძელებთ და ყველაფერი კარგად იქნება". "ტერორიზმის დაფინანსებისთვის", წარმოგიდგენიათ?
შანტაჟის გარდა, ჩვენზე ზეწოლის კიდევ ერთი ხერხი იყო: "მოემზადე გადასაყვანად!" ეს ძალიან გამღიზიანებელია", განმარტავს ყოფილი პოლიტპატიმარი:
რაღაცნაირად მოეწყვე, უბრალოდ ზიხარ და მერე გეუბნებიან: "პოლოვნიკოვ, ჩაალაგე ნივთები". ეს ყველას აბსოლუტურ პანიკაში აგდებს, რადგან არ იცი, რა ხდება, საით მიდიხარ, ვინ გიხმობს, რისთვის – ეს ყველაფერი საიდუმლოა. როცა პირველად მოხდა ასე, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, არ ვიცოდი, რა მექნა. უბრალოდ მკლავში ჩამავლეს, ოფიცერმა უშიშროების დეპარტამენტში წამიყვანა მან თქვა: "აბა, ახლავე სხვაგან გადაგიყვანთ, თუ აღიარებას არ მოაწერ ხელს". იქ ერთი საათი დამაყოვნეს. ამის შემდეგ ადვოკატი მოვიდა და მითხრა, რომ არც გამომძიებელ კომიტეტში და არც ფსბ-ში ჩემს წინააღმდეგ საქმე არ იყო აღძრული, ამიტომ ცოტა ხნით თავი დამანებეს".
ასევე ნახეთ
კიჩიგინას საქმე: ინსტაგრამზე საქართველოზე დაწერა - ახლა მას ამ პოსტისთვის ასამართლებენ
გამომძიებლების აქტიურობის მეორე ტალღა ჩემი გათავისუფლების წინ, ერთი თვით ადრე დაიწყო. მაქსიმმა უარი უთხრა მათ დახმარებაზე, "გაეზარდათ გამოძიების დასრულების მაჩვენებელი" და არ უპასუხა შეთავაზებას, "ინფორმაცია მიეწოდებინა" ან თუნდაც ხელი მოეწერა ცარიელ ოქმისთვის.
"მაშინვე ვუთხარი მათ, რომ მტკიცებულება მოიტანეთ, იურისტს დავურეკავ, მოდით, ყველაფერი კანონის ფარგლებში და სათანადოდ გავაკეთოთ-მეთქი. თუ მტკიცებულება არსებობს, თუ ის ნამდვილად ჩემია, ამ ჩვენებას თავად დაგიწერთ აქვე, თქვენ თვალწინ, არ იდარდოთ- მეთქი, ვუთხარი და მათ ასე მიპასუხეს: არა, თქვენ უნდა გვითხრათ - "ჩანს, რომ გეშინია, სხვა რამე არ ამოტივტივდეს".
"დღეს 1 აპრილია, მაქს, არ იდარდო". დიახ, დასასრულისთვის ძალიან სასაცილო ხუმრობა იყო...
2026 წლის 1 აპრილს, გათავისუფლების დღეს, პოლოვნიკოვი ციხიდან გამოსვლისას თანამშრომლები დახვდნენ:
"გავედი ოპერატიული შტაბის ოთახში, რომელიც ციხის ტერიტორიის გარეთ მდებარეობს. იქ ორი ოფიცერი იდგა ხელბორკილებით და მითხრა: "ხელები მოიტა, ეფესბემ გამოგივლის და 72 საათით დროებით საპატიმროში გადაგიყვანენ; შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რომელიღაც მუხლით".
მაგრამ იქვე გაირკვა: "დღეს 1 აპრილია, მაქს, არ იდარდო". დიახ, დასასრულისთვის ძალიან სასაცილო ხუმრობა იყო".
"ყველა მილოცავდა"
სასჯელის აღსრულების კოლონიიდან მაქსიმი – უკვე რუსეთის მოქალაქეობის არმქონე პირი – დროებითი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რუსეთში, როგორც წესი, მიგრანტებსა და ლტოლვილებს ათავსებენ. პოლოვნიკოვმა კოლონიაში, ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში გაიგო, რომ მას რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ:
"გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლო 5-6 წელია სხვა ქვეყანაში გადასვლაზე ვფიქრობდი. ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ამიტომ, ეს წყნარად მივიღე. ციხეში, ჩემსავით გასამართლებული ხალხმა – დივერსანტებმა ან ტერორისტებმა – ყველამ მომილოცა. მეუბნებოდნენ: "ჩვენ როგორღა ვთქვათ უარი ამ მოქალაქეობაზე?" ჩემმა მშობლებმაც მაშინვე მომწერეს წერილი: "ნუ ინერვიულებ, ყველაფერი კარგადაა".
გათავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ, მშობლები დროებითი განთავსების ცენტრში მივიდნენ და მაქსიმი წაიყვანეს. ისინი კრასნოიარსკში გაფრინდნენ, საკუთარი თავისა და შვილისთვის თვითმფრინავის ბილეთები შეიძინეს და ერთად გაემგზავრნენ ბაქოში. კრასნოიარსკის ოლქის ფედერალურმა სასჯელაღსრულების სამსახურმა მაქსიმ პოლოვნიკოვს რუსეთის ფედერაციაში შესვლა ხუთი წლით აუკრძალა იმ საფუძვლით, რომ ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
მაქსიმის თქმით, ბაქოში ის ძალიან თბილად მიიღეს – "თითქმის დამვიწყებია, რა სტუმართმოყვარეა აქაური ხალხი". საკონსულოს ცნობის საფუძველზე, მან აზერბაიჯანის პასპორტის აღების პროცედურა დაიწყო.
მაქსიმ პოლოვნიკოვი გათავისუფლების შემდეგ
სსრკ-ის დაშლის შემდეგ პოლოვნიკოვის მთელ ოჯახს აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიენიჭა. თუმცა, მისმა მშობლებმა მასზე უარი თქვეს, როდესაც 2005 წელს რუსეთის პასპორტები აიღეს. მაშინ მაქსიმი თინეიჯერი იყო და ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ შეეძლო. მაგრამ ის ამბობს, რომ ეს უბრალოდ დაავიწყდა. ამგვარად, მან შეინარჩუნა აზერბაიჯანის მოქალაქეობა, მაგრამ არ ჰქონდა შესაბამისი პასპორტი.
სწორედ ამ მეორე, აზერბაიჯანის მოქალაქეობის არსებობამ მისცა რუსეთის ხელისუფლებას კანონიერი საფუძველი, რომ მაქსიმ პოლოვნიკოვისთვის ჯერ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთმია, შემდეგ კი მისი დეპორტაცია მოეხდინა.
ოფიციალურად რუსეთის კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს არ შეიძლება მოეხსნას მოქალაქეობა. პრაქტიკაში, შესაბამისად, სახელმწიფო იყენებს განსხვავებულ ტერმინოლოგიას: "მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება" ან "შეძენილი მოქალაქეობის შეწყვეტა".
ასევე ნახეთ
მამისა და რეჟიმის წინააღმდეგ - დიანა ისაკოვას ამბავი2002 წლის კანონის თანახმად, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლებოდა გაუქმებულიყო, თუ გამოვლინდებოდა, რომ პირმა წარადგინა მცდარი ინფორმაცია ან გაყალბებული დოკუმენტები. 2017 წელს, ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ ცვლილებების პაკეტის მიღების შემდეგ, შემოიღეს ნატურალიზებული მოქალაქეებისთვის პასპორტის ჩამორთმევის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ "ტერორიზმთან" ან ექსტრემიზმთან დაკავშირებული ბრალდებით გაასამართლებდნენ. იმავე 2017 წელს, მოქალაქეობის მიღებისას, სავალდებულო ფიცის დადების წესი შემოიღეს.
მოქალაქეობის შესახებ ახალმა აქტით (№138-FZ), რომელიც 2023 წლის 26 ოქტომბერს შევიდა ძალაში, სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ის იძლევა მოპოვებული მოქალაქეობის გაუქმების საშუალებას არა მხოლოდ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე, არამედ "ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების" გამო, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების გრძელი სიის მიხედვით დანაშაულების ჩადენის გამო. ეს მოიცავდა არა მხოლოდ ტერორიზმსა და ექსტრემიზმს, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის პოლიტიკურად მნიშვნელოვან 207.3-ე მუხლს არმიის შესახებ "ყალბი ახალი ამბების" გავრცელებისთვის, 280.3-ე მუხლს არმიის განმეორებით დისკრედიტაციისთვის, 280.2-ე მუხლს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის და 284.1-ე მუხლს "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ.
სახელმწიფომ კიდევ ერთი სადამსჯელო ინსტრუმენტი შეიძინა: მას შეუძლია არა მხოლოდ პირის დასჯა, არამედ ქვეყნიდან მისი გაძევებაც, რითაც მოქალაქეობა ფაქტობრივად პირობით და გაუქმებად პრივილეგიად აქცია...
2024 წლის 8 აგვისტოს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოპოვებული მოქალაქეობის გაუქმების დამატებით საფუძველს ითვალისწინებს – თუ პირი არ არის დარეგისტრირებული სამხედრო სამსახურში. 2024 წლის ბოლოდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ წესის გამოყენება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის მინიჭებული პირი ვალდებულია, ერთი წლის განმავლობაში ფიცი დადოს. თუ ისინი ფიცს არ დადებენ, პროცედურა არასრულად ჩაითვლება, რაც ნიშნავს, რომ მათ მოქალაქეობაც არ ენიჭებათ.
2025 წლის 31 ივლისის კანონმა გააფართოვა მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლების სია — ამჟამად მათი რიცხვი 80-ზე მეტია. სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულები დაემატა უკვე არსებულ საფუძვლებს, როგორიცაა ექსტრემიზმი, ტერორიზმი და პოლიტიკური მოტივები, ასევე "პოლიტიზებული" დანაშაულები, როგორიცაა უცხო სახელმწიფოსთან კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობა, მოწინააღმდეგის დახმარება და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების შესრულების ხელშეწყობა, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს.
"ეს ყველაზე სამარცხვინო პრაქტიკაა"
ახალი რეჟიმი ძალაში 2023 წლის დეკემბერში შევიდა, როდესაც მოსკოვში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმეების გამო, ორმა პირმა, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეობა, ის კვლავ დაკარგა. და რიცხვებმა სწრაფად დაიწყო ზრდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე დაახლოებით ათას ადამიანს ჩამოართვეს მოქალაქეობა; 2024 წლის ოქტომბრისთვის ეს რიცხვი წლის დასაწყისიდან 1200-მდე გაიზარდა, ხოლო მთლიანობაში 2024 წელს 1757 ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ხოლო 2025 წლის 8 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძენილი მოქალაქეობის გაუქმების 2 875 გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. კერძოდ, 2024 წელს დაახლოებით 200 ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვეს იმის გამო, რომ ისინი არმიაში სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფებოდნენ.
შეძენილი მოქალაქეობის გაუქმება "პოლიტიკური" მოტივებით, როგორც წესი, გადაწყვეტილებების ამ დიდ მასაში იკარგება. თუმცა, ცალკეული შემთხვევები საჯარო ყურადღების ცენტრში მოხვდა.
ასევე ნახეთ
„მოზარდი მოსახერხებელი სამიზნეა“ - როგორ ასამართლებენ ბავშვებს რუსეთში დივერსიის, ტერაქტებისა და ღალატისთვის2022 წლის ოქტომბერში სასამართლომ ომის მოწინააღმდეგესა და კლიმატის დაცვის აქტივისტ არშაკ მაკიჩიანს, ასევე მის მამასა და ძმებს, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა, რასაც საფუძვლად დაუდო, სავარაუდოდ, მათ მიერ მოქალაქეობის მიღებისას წარდგენილი "განზრახ ცრუ ინფორმაცია". 2024 წლის მარტში მოლდოველ ალექსანდო სომრიაკოვს შეძენილი მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას სამხედრო ძალების შესახებ "ყალბი ინფორმაციის" გავრცელებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3-ე მუხლით ექვსი წლით ჰქონდა მისჯილი.
2024 წლის ივლისში, ემიგრანტ, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტს ვლადისლავ ჩერკაშინს მოქალაქეობა ჩამოართვეს "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების" გამო.
დიმიტრი კისევმა, ბორის ნადეჟდინის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ყირიმში, 2025 წლის ივლისში განაცხადა, რომ ფსბ-მ მას ჩამოართვა რუსეთის მოქალაქეობა, რომელიც მან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო, იმ საფუძვლით, რომ მისი ქმედებები "არახელსაყრელად მოქმედებს სოციალურ სტაბილურობაზე" და საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ილია შაბლინსკი
2025 წლის აპრილში რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ კომიკოსებს, სლავა კომისარენკოსა და დმიტრი რომანოვს, მათ ასევე აეკრძალათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა იმ საფუძვლით, რომ ისინი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენდნენ.
"ეს არის ყველაზე სამარცხვინო, – აღნიშნავს ილია შაბლინსკი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და მოსკოვის "ჰელსინკის ჯგუფი"ს წევრი. – "ის გამომდინარეობს არანაკლებ სასირცხვილო და, არსებითად, არაკონსტიტუციური, საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებიდან. კონსტიტუციის მე-6 მუხლი პირდაპირ აცხადებს: რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს არ შეიძლება მოქალაქეობა ჩამოერთვას. მასში ასევე ნათქვამია, რომ მოქალაქეობა მთლიანი და თანასწორია, მიუხედავად მისი მოპოვების საფუძვლისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქედ დაიბადა და პირი, რომელმაც მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით მიიღო, აბსოლუტურად თანასწორი სტატუსის მქონეა. ამ დებულების სხვაგვარი ინტერპრეტაცია შეუძლებელია. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო მაშინაც მარიონეტული ორგანო იყო და გამოსცა გადაწყვეტილება, რომელმაც თვითნებობას კარი გაუღო. შედეგად, სახელმწიფომ კიდევ ერთი სადამსჯელო ინსტრუმენტი შეიძინა: მას შეუძლია არა მხოლოდ პირის დასჯა, არამედ ქვეყნიდან მისი გაძევებაც, რითაც მოქალაქეობა ფაქტობრივად პირობით და გაუქმებად პრივილეგიად აქცია. ამასობაში, კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს რუსეთის მოქალაქის ქვეყნიდან გაძევებას. თუ მოქალაქეობის თანასწორობის პრინციპი, მისი მოპოვების წყაროს მიუხედავად, ირღვევა, მაშინ მისი გაუქმება შემდგომში ნებისმიერი მიზეზით იქნება შესაძლებელი.
არ ვიცი, როგორ ცხოვრობენ იმ ბოროტებასთან ერთად... არ მესმის, როგორ უმკლავდებიან მათი ახლობლები, თუ ისინი ასეთები არიან...
ამის დანახვა თავად შეგვიძლია: იმ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩამონათვალი, რომლებიც მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება იყოს, მუდმივად იზრდება. ეს უკვე სამართლებრივი ლოგიკის საკითხი კი არა, წმინდა წყლის თვითნებობაა. საბჭოთა პერიოდში მოქალაქეობას პოლიტიკური არასანდოობის ნიშნით ჩამოართმევდნენ ხოლმე. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოქალაქეობის ჩამორთმევის აკრძალვის წესი საბჭოთა პერიოდის ნორმაზე ძლიერი პასუხი იყო, როდესაც 1960-იან და 1970-იან წლებში ქვეყნიდან წასულ ადამიანებს ავტომატურად ართმევდნენ მოქალაქეობას. ახლა კი, არსებითად, ამ მოდელს ვუბრუნდებით", - აღნიშნავს შაბლინსკი.
ამის მიუხედავად, მაქსიმ პოლოვნიკოვი მიიჩნევს, რომ მის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ფაქტობრივად, იღბლიანი შემთხვევა იყო. მისი აზრით, დეპორტაციის გარეშე, "ვფიქრობ, უშიშროების სამსახურები არ მორიდებოდნენ სხვა მეთოდების გამოყენებას ჩემზე ზეწოლისთვის". მაგრამ ის დღემდე არ გრძნობს ბრაზს თავისი ეფესბეელი ნაცნობების მიმართ.
მაქსიმ პოლოვნიკოვი
"ვცდილობ, ყველას მიმართ კეთილად ვიყო და ყველას ვენდო. და ჩემთვის სჯობს, ვენდო ვინმეს და იმედგაცრუებული დავრჩე, ვიდრე თავიდანვე არ ვენდო. ეს ჩემი კრედოა", – ამბობს მაქსიმ პოლოვნიკოვი. - "სინამდვილეში, ალბათ, უბრალოდ მზად ვარ, ვაპატიო, რადგან არ ვიცი, როგორ ცხოვრობენ იმ ბოროტებასთან ერთად... არ მესმის, როგორ უმკლავდებიან მათი ახლობლები, თუ ისინი ასეთები არიან. ასე რომ, მზად ვარ, დავივიწყო ეს და სულ ეს არის. მე მგონია, რომ მათ დახმარება ბევრად უფრო სჭირდებათ, ვიდრე მე, რადგან მომავალში მათ მძიმე გარდატეხა ელის, როდესაც მათი მსოფლმხედველობა თავდაყირა დადგება. და ვფიქრობ, ასეც მოხდება. თუ არა მომავალი მოვლენების გამო, მაშინ, სულ მცირე, სიბერეში, როდესაც ადამიანს ფიქრისთვის მეტი დრო ექნება, მათ მსოფლმხედველობაში გადატრიალება გარდაუვალი იქნება".