26 მაისი - როგორ აღნიშნავდნენ დამოუკიდებლობას სხვადასხვა წელს - გალერეა

1919 წელი - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობა ერთი წლით ადრე, 26 მაისს გამოაცხადა. მეორე წელს კი პომპეზურად აღნიშნა. ფოტოზე საზოგადოება „შევარდენის“ წარმოდგენაა ვაკეში.

1989 წელი - ხალხი 26 მაისს 9 აპრილს დაღუპული გმირების ფოტოებით ხვდება. ერთი თვით ადრე საკავშირო ჯარებმა თბილისში საპროტესტო მიტინგის 21 მონაწილე შეიწირეს.

1990 წელი - 26 მაისის მიტინგზე ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი და ნოდარ ნათაძე დგანან. მერაბ კოსტავა უკვე ცოცხალი აღარ არის.

1990 წელი - დამოუკიდებლობა ჯერ აღდგენილი არ არის, მაგრამ ხალხი უკვე ზეიმობს. ცხენოსნები ქალაქის ქუჩებში დამოუკიდებელი საქართველოს დროშებით დადიან.

1990 წელი - მელიქიშვილის გამზირიც გადაკეტილია.

1995 წელი - ბოლო ხუთ წელიწადში საქართველომ 3 შეიარაღებული კონფლიქტი გამოიარა. შაჰ აივაზოვის ამ ფოტოზე გვარდია დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება.

2008 წელი - ორ თვეში რუსეთი საქართველოს დაესხმება თავს.

2010 წელი - ჯარი აღლუმს ატარებს.

2014 წელი - ბავშვები ტანკებზე ფოტოებს იღებენ.

2015 წელი - სადღესასწაულოდ რუსთაველზე სხვადასხვა პავილიონი და გასართობი სივრცეა მოწყობილი.

2021 წელი - მსოფლიოში კოვიდის პანდემია მძვინვარებს.

2021 წელი - დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტის ჩათვლით ყველას პირბადე უკეთია.

2025 წელი - ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეებმა „შევარდენის“ გოგონების მარში გაიმეორეს.

2026 წელი - სამხედრო ვერტმფრენებმა თავისუფლების მოედანს გადაუფრინეს.