როგორ უნდა მოხვდეთ სავაჭრო ცენტრებში, რა წესების დაცვა მოგიწევთ

Your browser doesn’t support HTML5

1 ივნისიდან, საქართველოში მუშაობის განახლებას შეძლებს ყველა სახის მაღაზია, ასევე, დიდი სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები. ყველა ობიექტმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური წესები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. რადიო თავისუფლების ამ ვიდეოში ნახავთ, თუ როგორ უნდა მოხვდეთ სავაჭრო ცენტრებში და, სახელდობრ, რა წესების დაცვა მოგიწევთ.