რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „დონბას რეალიის“ კორესპონდენტებმა ერთი დღე გაატარეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 31-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის გადამჭერი დრონების ეკიპაჟთან (ოლექსანდრივკის მიმართულება), რათა ენახათ, როგორ იცავს ეკიპაჟი უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლას მტრის „ავი მზერისგან“.
ოლექსანდრივკის მიმართულება — ეს არის ფრონტის მონაკვეთი დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების შესაყარზე. უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევამ აქ პირველად ორი წლის განმავლობაში მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე დაკარგა.
„ყველაზე მთავარი „მანდრაჟის” დაძლევაა“
ოლექსანდრივკის მიმართულებაზე დისლოცირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების 31-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის დრონ-გადამჭერების ეკიპაჟი დილის მორიგეობას იწყებს და თითქმის მაშინვე პოულობს სამიზნეს — რუსულ სადაზვერვო დრონ Zala-ს, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქში, უკრაინული პოზიციების სიღრმისკენ მიფრინავს.
ვირტუოზული მიახლოების შემდეგ უკრაინული გადამჭერი დრონის პილოტი, მეტსახელად „მუსიკოსი“, კოლეგების მილოცვებს იღებს.
„ყველაზე მთავარი „მანდრაჟის” დაძლევაა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დრონი გვაქვს ჩამოგდებული, ყოველ ჯერზე ადრენალინის მოწოლის გამო თითები გიკანკალებს, სუნთქვა გიჩქარდება. სწორედ ამ მომენტშია საჭირო მაქსიმალური კონცენტრაცია, რათა შენი საქმე ხარისხიანად შეასრულო“, — ამბობს „მუსიკოსი“.
ასევე ნახეთ
მონადირეებზე მონადირენი: უკრაინის ფრონტზე FPV-დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობები გამოჩნდა„მწარმოებლისგან მიღებული ნაწილებისგან ძალიან სწრაფად ეწყობა დრონი. ასაფეთქებელ ნივთიერებას თავად ვამზადებთ, რადგან ცდებისა და კვლევის გზით ვიპოვეთ ოპტიმალური რაოდენობა და შემადგენლობა. წინასწარ ვაკალიბრებთ კომპასს, დრონს კატაპულტაზე ვაყენებთ და, როგორც იტყვიან “წინ!“ განგაშის მიღებიდან გაფრენამდე 5-7 წუთი გვჭირდება, ამინდს გააჩნია“, — ამბობს ეკიპაჟის ტექნიკოსი, მეტსახელად „პიკაჩუ“.
ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ დრონის ჩამოგდება რთული საქმე არა - თითქოს საკმარისია ჯოისტიკი საჭირო მიმართულებით მიმართო, სინამდვილეში კი ეს მთელი ხელოვნებაა: ქვემოდან უნდა შეუტიო თუ ზემოდან? როგორ გამოთვალო სიჩქარე და სიმაღლე?
უკრაინული დრონი კატაპულტიდან გაშვებამდე რამდენიმე წამით ადრე.
„ახლა მტერი სადაზვერვო დრონების ფრთებზე აყენებს სპექტროანალიზატორებს, რომლებიც ჩვენი ვიდეოსიგნალის სიხშირეებს იჭერენ, და როდესაც 100-200 მეტრზე ვუახლოვდებით, სწრაფ მანევრირებას იწყებენ. ამიტომ ჩვენი „ფრთა“ ზოგჯერ მათ ვერ ეწევა — ნაკლები გარსშემოდენილობა აქვს“, — განმარტავს „მუსიკოსი“.
რუსმა კონსტრუქტორებმა თავიანთი სადაზვერვო დრონების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაზარდეს. ახლა ისინი 160 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავენ.
ასევე ნახეთ
ჯადოსნური ტყვია? როგორ იყენებენ ლაზერულ იარაღს დრონების წინააღმდეგ„როდესაც ასეთი მზვერავი დრონი კორექტირებად საავიაციო ბომბის (КАБ) გაშვებას აკორექტირებს, ის შეიძლება „შაჰედის“ სიჩქარით მოძრაობდეს. თუ ჩვენ ამ მონაკვეთზე მხოლოდ სტანდარტული საშუალებები გვექნება, რომელთა სიჩქარე 120 კმ/სთ-მდეა, ცხადია ისინი მოწინააღმდეგის დრონს უბრალოდ ვერ დაეწევიან, — ამბობს გადამჭერი დრონის პილოტი, — "ასეთ შემთხვევაში ჩვენი Zala საჭირო უბანს ერთხელ შემოუფრენს და უკან დაბრუნდება, რათა დანაკარგების შანსი შეამციროს“.
„5 წუთში დააკორექტირა „ლანცეტი“ ავტომობილზე“
„მუსიკოსის“ სამკაციან ეკიპაჟს უკვე 170-ზე მეტი საჰაერო სამიზნე ჰყავს განადგურებული. გადამჭერი დრონები, რომლებიც თითო 2-3 ათასი დოლარი ღირს, ათჯერ ძვირ რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს ანადგურებენ. ეკიპაჟის მებრძოლებმა დათვალეს, რომ ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული დრონი გაანადგურეს.
მთავარი სამიზნეები რუსული სადაზვერვო უპილოტო აპარატებია: Zala, SuperCam, „ორლანი“.
„მტრის სადაზვერვო დრონები პირდაპირი, უზარმაზარი საფრთხის მატარებლები არიან. ნათელი მაგალითი: მონიტორებზე ვხედავთ Zala-ს და გვესმის, რომ მან ჩვენი მეზობელი დანაყოფის ავტომობილი ფრონტის ხაზიდან 4-5 კილომეტრში „მოწვა“. ვიწყებთ მტრის დრონის ძებნას, მაგრამ ის ფაქტობრივად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და რადარები იქამდე ვერ აღწევს. გამოსახულებითა და სიმაღლის თანაფარდობით მისი პოვნა ძალიან რთულია. დაახლოებით ერთი საათი ვეძებდით და შემდეგ ვხედავდით, როგორ დააკორექტირა 5 წუთში „ლანცეტი“ იმ ავტომობილზე“.
ეკიპაჟის უკრაინელმა მებრძოლებმა გამოთვალეს, რომ მათ წელიწადში 15 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული დრონები გაანადგურეს.
„ლანცეტების“ გარდა, რუსეთის არმიის სადაზვერვო დრონები რეალურ დროში აკორექტირებენ „მოლნიას“, საარტილერიო ცეცხლსა და თვით КАБ-ებსაც, — ამბობს „მუსიკოსი“.
„როდესაც მტერი ჩვენს მონაკვეთზე შეტევაზე გადმოდის, როგორც კი КАБ-ების გაშვების შესახებ შევიტყობთ, მაშინვე დრონების მოსაძებნად მივფრინავთ, მაშინაც კი თუ ეს დრონები ჯერ რადარებზეც კი არ ჩანან. შევფრინდებით სავარაუდო რაიონში: 5 წუთი და პირობითი SuperCam-ი აღარ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია მისი რაც შეიძლება სწრაფად ჩამოგდება, რადგან სწორედ ის ახორციელებს КАБ-ის მართვის ობიექტურ კონტროლს - საით მიმართოს, თუ მიზანს სცდება, დააკორექტიროს და ა.შ. თუმცა ახლა ისინი ძირითადად ბრმად მიფრინავენ. ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად გამოვხშირეთ“.
უკრაინული დრონ-გადამჭერები აქტიურად ანადგურებენ ასევე მოიერიშე უპილოტო აპარატებს — „მოლნიას“, „ლანცეტს“ და „კუბს“.
„მნიშვნელოვანია მისი რაც შეიძლება სწრაფად ჩამოგდება, რადგან ეს უზრუნველყოფს ობიექტურ კონტროლს იმაზე, თუ სად დაეშვებიან KAB-ები.“
"ახლა ყველაზე მატად გავრცელებულია „მოლნიები“, რომლებსაც დაზვერვისთვისაც იყენებენ, რადგან ნამდვილი სადაზვერვო დრონების დაკარგვა ძალიან ძვირი უჯდებათ. ამიტომ იმ „მოლნიაზე“, რომელიც დაახლოებით 2000 დოლარი ღირს, კარგი კამერა და mesh-მოდემი დააყენეს. ახლა კი უცებ ვეღარ გაიგებ — ეს „მოლნია“ მოიერიშე დრონის სახით მოფრინავს თუ სადაზვერვო დრონად. უფრო ხშირად დაფრინავენ „ლანცეტები“, რომელთა სიჩქარე უკვე 120 კმ/სთ-მდე აღწევს“, — ამბობს გადამჭერი დრონის უკრაინელი პილოტი.
„ერთ უბედურ „შაჰედზე“ შეიძლება 5 ეკიპაჟი ნადირობდეს“
ბოლო ერთი თვის განმავლობაში „მუსიკოსის“ ეკიპაჟმა 15 „შაჰედი“ გაანადგურა. რუსეთის არმია „შაჰედებს“ ფრონტისპირა ზონებში სხვადასხვაგვარად იყენებს. კვეთენ ტერიტორიას, ასრულებენ „დედა-დრონის“ ფუნქციას და FPV-დრონებიც გადააქვთ. ზოგჯერ „შაჰედები“ Р-60 ტიპის საზენიტო რაკეტითაც დაფრინავენ. თუმცა რუსები მიხვდნენ, რომ ეს წარუმატებელი იდეა იყო და ახლა ძირითადად ამ რაკეტის მაკეტებს ამონტაჟებენ.
„ისინი უკვე ისე სწრაფად იწყებენ მანევრირებას, რომ ჩვენი „ფრთა“ ზოგჯერ ვერ ახერხებს დაწევას.“
„თუნდაც იმისთვის, რომ ავიაცია ასეთ „შაჰედებს“ ძალიან ფრთხილად მოეკიდოს. რადგან შორიდან ვერ გაიგებ — მართლა საბრძოლო რაკეტაა თუ უბრალოდ მაკეტი. გვინახავს „შაჰედები“ და „გერბერები“ აგიტაციური წერილებითაც: „ტრამპი ფულს აღარ მოგცემთ!“ — სურათზე კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იღიმის, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტირის. ეს მათი ტიპური კარიკატურული იუმორია, მრუდე სარკის სტილში“, — იცინის „მუსიკოსი“.
უკრაინელი მებრძოლების თქმით, დრონ-გადამჭერების განვითარების ბუმმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რადიკალურად შეცვალა ვითარება ცაში.
„ერთი წლის წინ ისე დაფრინავდნენ, როგორც მოესურვებოდათ, ერთსა და იმავე მარშრუტებს იყენებდნენ, Zala-ს სადაზვერვო დრონებს ყოველ 15 წუთში უშვებდნენ. ახლა კი ისეთი კონკურენცია გვაქვს, რომ ერთ უბედურ „შაჰედზე“ შეიძლება 5 ეკიპაჟი ნადირობდეს", — ამბობს გადამჭერი დრონის პილოტი. — "ერთმანეთს იმაში კი აღარ ვეჯიბრებით, ვინ უკეთ გაანადგურებს სამიზნეს, არამედ — ვინ პირველი მოასწრებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც 20 „შაჰედისგან“ ვერცერთი ვერ გაფრენილა ფრონტის ხაზიდან 10 კილომეტრზე შორს“.
დღეს დრონ-გადამჭერების მრავალფეროვნება იმდენად დიდია, რომ ახალ ეკიპაჟებს ხშირად უჭირთ სწრაფად გადაწყვიტონ, კონკრეტულად რომელი მოდელი გამოიყენონ.
უძილო ღამეები და სპორტის აზარტი. ამ ტიპის სამუშაოში, შედეგების მისაღწევად, სპორტული ხასიათი უნდა გქონდეს.“ „მუსიკოსი“ (არჯვნივ).
„როდესაც ჩვენ ვიწყებდით, არაფერი არ არსებობდა. არავინ იყო, რომ გვეკითხა — როგორ გვემუშავა, რა ტაქტიკა გამოგვეყენებინა, რომელი დრონები ჯობდა. პირობითად, 50 დანაყოფიდან 20 საკუთარ შეცდომებზე სწავლობდა. ახლა კი უკვე შეიძლება დიდი სახელმძღვანელოს დაწერა და ეკიპაჟების მომზადება. ახალბედები რეკომენდაციების მისაღებად პირდაპირ აკითხავენ კონკრეტულ დანაყოფს და ორ დღეში უკვე საბრძოლო პირობებში ანადგურებენ მოწინააღმდეგის დრონებს“, — ამბობს „მუსიკოსი“.
„კარგი ეკიპაჟი — ეს არის შეუპოვრობა და ტექნიკური გაგება იმისა, რასთანაც მუშაობ. ამას ემატება იმ ყველაფრის მუდმივი ანალიზი, რაც ჰაერში დაფრინავ. რა არის სამიზნე და რა არა. რადგან არც თუ იშვიათად ეკიპაჟები ღრუბლებს, ფრინველებს ან საკუთარ სადაზვერვო დრონებსაც კი დასდევენ. უძილო ღამეები და სპორტული აზარტი — ასეთ საქმეში სპორტული ხასიათი უნდა გქონდეს, რომ დიდი შედეგებისკენ ისწრაფოდე“, — ასკვნის გადამჭერი დრონის პილოტი.